ნიკა გვარამია: ,,ვისაც გჯერათ, რომ გაკოტრებული ,,რუსთავი 2″ სამმაგ ხელფასს გადაგიხდით, თქვენი ნებაა”

ნიკა გვარამია: ,,ვისაც გჯერათ, რომ გაკოტრებული ,,რუსთავი 2" სამმაგ ხელფასს გადაგიხდით, თქვენი ნებაა"ნიკა გვარამია ,,რუსთავი 2″-ში მიმდანარე მოვლენებს ასე აფასებს:

,,R2 ბაზარზე გაჯიდიესდა. პირდაპირ, ორმაგ და სამმაგ ხელფასებს სთავაზობს წამოსულებს. გამოიცანით, ვისი სტილია?

ჰო, მართლა, ამ სტილის გაგრძელებაც ხომ ნანახი გვაქვს: დახურული ტვ 9, GDS, გადაყრილი თანამშრომლები, გაფარჩაკებული ცნობილი სახეები.

ვისაც გჯერათ, რომ გაკოტრებული რ2 ჩვეულებრივ კი არა, სამმაგ ხელფასებს გადაგიხდით, თქვენი ნებაა. სინამდვილეში, მშვენიერი ფილტრია: ერთდროულად ავლენს გონებრივ შესაძლებლობებს და მორალური დეგრადაციის დონეს (ივანიშვილის ტვ-ზე მუშაობას სხვას ვერ დავარქმევ).

მოკლედ, წამსვლელი წავიდეს. ჩემთვის მთავარი დამრჩენია”.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელ ბრიფინგზე ,,რუსთავი 2″-ის საინფორმაციოს ახალმა ხელმძღვანელმა ირაკლი იმნაიშვილმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიიდან წასულ ჟურნალისტებს უკან დაბრუნება სურთ.

,,შეიძლება თქვენ გგონიათ, რომ ეს ნიუსრუმი არის ცარიელი, მაგრამ დღეს, როდესაც შემოვედით ჩვენ აქ, დაგვხვდა რვაასამდე ადამიანი. ასევე, რაც მოვისმინე თანამშრომლებისგან, არის ის, რომ ,,რუსთავი 2″-დან წასული ჟურნალისტების ნაწილს სურს უკან დაბრუნება”, – განაცხადა ირკალი იმნაიშვილმა.