ნიკა გვარამია: ,,გაბუნიას ,,იმედი” სთავაზობდა გადასვლას ბევრად მაღალი ხელფასით”

ნიკა გვარამია: ,,გაბუნიას ,,იმედი" სთავაზობდა გადასვლას ბევრად მაღალი ხელფასით''ნიკა გვარამია ფეისბუქში წერს, რომ ტელევიზიის მთავარ სახეებს დღესაც გამოუწერდა ბონუსებს.

,,ნოდარ მელაძეს, გიორგი გაბუნიას, ზალიკო უდუმაშვილს და გიორგი ლაფერაშვილს, ჩემი არხის და ზოგადად მთელი ქართული ტელევიზიის, მთავარ სახეებს, ასჯერ რომ განმეორდეს, ასჯერვე იმავე ბონუსებს დავურიგებდი. მით უფრო, რომ ყველა ნადირობდა ჩვენს სახეებზე და მათ შენარჩუნებაზე მნიშვნელოვანი ამოცანა არ გვქონია.

მეტი რაღა ვთქვა, თავად გაბუნიასაც კი სთავაზობდა ,,იმედი” გადასვლას ბევრად მაღალი ხელფასით, სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ.

და, ისე, ნეტა, სხვების ბონუსები რატომ არ სახელდება? უბინაოსთვის ბინის მიცემა არა და, კრედიტის დასაფარად და სახლიდან რომ არ გამოესახლებინათ, ამისთვის გაცემული თანხები, ჯანმრთელობის გამო რომ არ დაგვეკარგა ადამიანები და გადაგვერჩინა, მაგისთვის გაცემული ასობით ათასი, ასევე პროდაქშენ ჯგუფების მიერ რეკლამით შემოტანილი თანხების სრულად ბონუსად დაბრუნება ამავე ჯგუფებისთვის – სადაა, რატო არ გამოცხადდა?

კერძო ტვ-ის დირექტორი ვისზე რა ბონუსს გასცემს, თან დამფუძნებლების თანხმობით, ვისი რა საქმეა ან ოთხი წლის მერე რა განსახილველია? ხო, გასაგებია მიზანი: გაუშვას არასასურველნი და ვითომ პრინციპულებს, “სამართლიანი ბრაზისთვის” ვითომ ლეგიტიმური მიზეზი მისცენ სამარცხვინო ქიბარვიზიაში დარჩენისთვის.

ყველაფერი მახსოვს და ყველაფერს ამოვწევ. სამართლიანი ბრაზის არგუმენტს უკან გავუკეთებ ყველას”.