ნიკა გვარამია: ,,ჩვენ ვიწყებთ! ,,მთავარი არხი” დაფუძნდა! მალე ეთერში ვიქნებით”

ნიკა გვარამია: ,,ჩვენ ვიწყებთ! ,,მთავარი არხი" დაფუძნდა! მალე ეთერში ვიქნებით"ნიკა გვარამია ფეისბუქში წერს, რომ ტელეკომპანია ,,მთავარი არხი” უკვე დაფუძნდა და ძალიან მალე მაუწყებლოას დაიწყებს.

,,მაშ ასე, ტელეკომპანია ,,მთავარი არხი” დაფუძნდა. საკონტროლო პაკეტის მფლობელი და დირექტორი გახლავართ მე, თქვენი მონა მორჩილი.

წილების ეს კომპიზიცია დროებითია და პირობითი. მალე გაიგებთ ინვესტორების, შენობის, სიხშირის და თქვენი დიდი იმედი გვაქვს, ანგარიშის შესახებ, რომელზეც თქვენი შემონატანი ერთი ლარიც კი ძალიან დაგვეხმარება  და იქნება ინვესტიცია საქართველოს დასავლურ და დემოკრატიულ მომავალში.

მაშ ასე, ჩვენ ვიწყებთ! ძალიან მალე ეთერში! უფრო ადრე, ვიდრე გგონიათ” – წერს ნიკა გვარამია.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ტელეკომპანიის 51%-იანი წილის მფლობელი ნიკა გვარამიაა, ხოლო 49% კახაბერ ანჯაფარიძეს ეკუთვნის.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი