ნათია დეკანაძეს, რომელიც სიმსივნეს ებრძვის, შვილი გაუჩნდა

ნათია დეკანაძეს, რომელიც სიმსივნეს ებრძვის, შვილი გაუჩნდანათია დეკანაძე, რომელიც სიმსივნეს ებრძვის, დედა გახდა. პატარა ანდრია იტალიაში დაიბადა. ის ჯანმრთელი ბიჭია.

,,იტალიაში დაიბადა პატარა ანდრია ფუტკარაძე. თქვენი თანადგომით პირველი ეტაპი ორი სიცოცხლის გადასარჩენად წარმატებით დასრულდა.ნათიას ჯანმრთელი ბიჭი შეეძინა. ახალშობილი თავს კარგად გრძნობს.  ჩვენ თქვენთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას ნათიას გადასარჩენად”, – დაწერა ბერი ანდრიას ფონდის ხელმძღვანელმა, ბერი ანდრიას დედამ, ქალბატონმა თინათინმა.

ნათია დეკანაძე  ფონდის ერთ-ერთი პირველი შვილობილია. მას ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი 9 წლის ასაკში დაუსვეს.

,,მამაცმა მეომარმა გოგომ 11 წლის ასაკში დაამარცხა იუნგის სარკომა და ამას ჩვენ ერთად მივაღწიეთ! მას შემდეგ 7 წელი გავიდა… ნათია გაიზარდა, სკოლა დაამთავრა, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდა… ოჯახი შექმნა! ახალგაზრდა წყვილის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა გაიგეს, რომ მშობლები გახდებოდნენ… თუმცა ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა – ნათიას სხვა ტიპის ონკოლოგიური დაავადება აღმოაჩნდა – ჰეპატოცელულური კიბო.

დღეს ნათიას ისევ სჭირდება ჩვენი დახმარება – და არა მარტო ნათიას, მის სხეულში ჩასახულ პატარა სიცოცხლესაც! ნათიას მკურნალობა საქართველოში შეუძლებელია, რადგან მსგავსი გამოცდილება ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს. შესაბამისად, გოგონა სასწრაფოდ უნდა წავიდეს საზღვარგარეთ, იტალიაში, კერძოდ იმ კლინიკაში, სადაც მზად არიან, გადაარჩინონ ორი სიცოცხლე! მაგრამ ამისთვის ჩვენი ერთობლივი დახმარებაა საჭირო!

ნათიას ოპერაციას 16000 ევრო სჭირდება, ოპერაციის შემდგომ გოგონამ ორი თვე უნდა გაატაროს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იტალიაში, სადაც დედაც უნდა ახლდეს. ამ ყოველივესთვის საკმაო თანხაა საჭირო, რის მობილიზებაშიც თქვენ უნდა დაგვეხმაროთ, მეგობრებო! ჩვენ გვჯერა, რომ თქვენი დახმარებით კიდევ ერთხელ დავამარცხებთ კიბოს და ამჯერად ორ სიცოცხლეს გადავარჩენთ!”, – წერდა ბერი ანდრიას ფონდი. საბედნიეროდ, მისი იტალიაში გამგზავრება და ბავშვის გადარჩენა მოხერხდა. ნათია კი ისევ სიცოცხლისთვის იბრძვის.

თიბისი ბანკი
GE73TB7171536080100002
საქართველოს ბანკი
GE38BG0000000855311400
გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ – ნათიასთვის

☎️ასევე შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 0901500535

ნათია დეკანაძეს, რომელიც სიმსივნეს ებრძვის, შვილი გაუჩნდა