,,მე დავამარცხე სიმსივნე, ახლა მაიას ჯერია” – რატის და ნიკას დედისთვის უცნობმა ქალებმა ქუჩაში ფული შეაგროვეს

,,მე დავამარცხე სიმსივნე, ახლა მაიას ჯერია" - რატის და ნიკას დედისთვის უცნობმა ქალებმა ქუჩაში ფული შეაგროვეს,,ჩვენი ყოველი დღე ისეთი დატვირთულია ემოციურად, ისეთი ამაღელვებელია…” – წერს ნიკა ქართველიშვილი, რომელიც ძმასთან ერთად ლეიკემიით დაავადებული დედის გადასარჩენად იბრძვის და საოცარ ისტორიას ყვება:
,,მე დავამარცხე სიმსივნე, ახლა მაიას ჯერია" - რატის და ნიკას დედისთვის უცნობმა ქალებმა ქუჩაში ფული შეაგროვეს,,ტელეფონზე შემოდის ზარი: ,,გამარჯობა, მე დილიდან ახმეტელის მეტროსთან ვდგავარ და დედასთვის ფულს ვაგროვებ, როცა მოიცლით, იქნებ გამოხვიდეთ, რომ მოგაწოდოთ თანხა”, ვერ აღგიწერთ, რა განვიცადე, რა ემოცია იყო, სიტყვა არ არსებობს, რომელიც ამ გრძნობას გადმოცემს.
სამწუხაროდ მე ვერ მოვახერხე ამ ქალბატონის გაცნობა, რატი გავიდა და შეხვდა, დიდი მადლობა ქალბატონებო – ლალი არაბული, ნაზი წიბლიაშვილი, @თათითათია ჩვენი თანადგომისთვის.
როდესაც დავითვალეთ, 240 ლარი, 30$ და 20€ გამოვიდა.

ჩვენ თქვენ გვაძლიერებთ, ხალხო, უზომო ემოცია მოდის თქვენგან, ბრძოლის უნარი გვიასმაგდება, მადლობა ყველაფრისთვის, ჩვენ თქვენ ყველანი გვიყვარხართ, არ გიცნობთ ბევრს, მაგრამ ძალიან გვიყვარხართ.

ნეტავ, შემეძლოს, რომ ყველას პირადად გიცნობდეთ, ვინც ერთი ლარით ან ერთი თბილი სიტყვით მაინც დაგვეხმარეთ”.

საქართველოს ბანკი GEL EUR USD GE95BG0000000161310779

TBC ბანკი GEL EUR USD
GE28TB7739345064300013 TBC

მიმღები რატი ქართველიშვილი
პ/ნ 01019072195