მარი კორკოტაძე ნათია ფანჯიკიძეს: ,,დაანებეთ თავი ჩვენს შვილებს!”

მარი კორკოტაძე ნათია ფანჯიკიძეს: ,,დაანებეთ თავი ჩვენს შვილებს!”ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძეს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები იმ პოსტის გამო გაუნაწყენდნენ, რომელიც რამდენიმე საათის წინ ფეისბუქში დაწერა.

,,ქვეყანა რომ ინგრევა, ასი პრობლემა ერთად რომ ამოხტება და ტიპები ლა ლა ლააა… აუტიზმში რომ გადადიან, ყვავილებს, გოჭებს და ჩიტებს რომ პოსტავენ ან ატმებს კრეფენ, აი, ეგრე ადეკვატური გადავწყვიტე ვიყო. ისედაც ჩემი საყვარელი გასართობია ასეთობები.

რათა? ჯერ ერთი, რომ ბევრი საქმე მაქვს ჩემი და ობიექტურად არ მცალია. მერე მეორე, გულის ხეთქვების საჭიროებას ვერ ვხედავ სწორედ იმ ხალხში, ვინც, წესით,  თავად უნდა იხეთქავდეს გულს უპირველესად, ვინც სულ ფულს მათხოვრობს, ვინც სულ კაპიკებს ითვლის, ვინც ყველაზე დაუცველად გრძნობს თავს, რადგან ,,პატრონი სჭირდება და არა ჰყავს”. აი რომ გგონია, მათი კატეგორიის მიმართ თანაგრძნობის გამო გეფლითება გული და სწორედ ისინი რომ აიფოფრებიან და გიმტკიცებენ, რა მშვენიერია ყველაფერი, რაც გარშემო აკრავთ, ფიქრდები მერე, გიჟი ვარ ოხერი?..

ჰოდა, დავამთავრე ერის წყლულზე დარდი ჩემმა მზემ. დაიღლებით და მოგინდებათ ჩიტების ჭიკჭიკის მოსმენა, შემოიხედეთ გენაცვალეთ. ნუ ახლა, პერსონალურად თუ ვინმეს ჩაგრავენ და გადავაწყდი, ხელებს არ დავიბან, ცხადია, გამოვხატავ მხარდაჭერას. დანარჩენი თავად იდარდოს, მან, ვინც უნდა იდარდოს. არ იდარდებს და ეგეც, აი დარდი. I’m out
ამას იმიტომ ვწერ, აწი სულ გოჭებს და ბატკნებს რომ ნახავთ, არ გეგონოთ, გააფრინაო, რაციონალური გადაწყვეტილებაა-მეთქი, მოგახსენეთ”, – დაწერა ნათია ფანჯიკიძემ, მოგვიანებით კი ტექსტიდან სიტყვა ,,აუტისტი” ამოიღო.

სამოქალაქო აქტივისტმა, მარი კორკოტაძემ, რომელსაც აუტისტური სპექტრის მქონე შვილი ჰყავს და უამრავ რამეს აკეთებს ბავშვების უფლებების დასაცავად, ფსიქოლოგს ფეისბუქით ასე უპასუხა:

,,ეს რომ წავიკითხე, გია ხუხაშვილი გამახსენდა, ირაკლი კობახიძეზე რომ თქვა, პოლიტიკურ აუტზმშია გასულიო.

მოდით, ყველამ თავი დაანებეთ ჩვენს შვილებს და სხვა ტერმინები იხმარეთ ვინმეს გასაკრიტიკებლად. ადამიანების დიაგნოზების გამოყენება ამ კონტექსტში სრულიად მიუღებელია, თან სტიგმით გაჯერებულ საზოგადოებაში და თან, როდესაც ამდენი გამომწერი ჰყავს შენს გვერდს.

პ.ს. როდესაც ქვეყანა ინგრევა, ჩემი შვილიც ისე განიცდის, როგორც სხვები განიცდიან, და თუ ვინმეს რამე უჭირს, მათ დახმარებასაც ცდილობს. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემი შვილი სრულიად ადეკვატურია. და ასეა აუტიზმის მქონე ბევრი ადამიანი. ისე ნუ გამოგყავთ, თითქოს მათ არანაირი გრძნობა და ემპათა არ გააჩნიათ”.

მარი კორკოტაძე ნათია ფანჯიკიძეს: ,,დაანებეთ თავი ჩვენს შვილებს!”