ტელეკომპანია ,,მაესტროს” ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა ღლონტი ,,რუსთავი 2″-ის გარშემო მიმდინარე მოლენებზე წერს:
,,მოდი კიდევ ერთ მწარე სიმართლეს დავწერ, რომ არა ,,რუსთავი 2″ ის ,,თავისუფალი სიტყვის ფლაგმანობა” ამ ეტაპზე ალბათ ხმასაც არ ამოვიღებდი მაგრამ: მაშინ როდესაც “მაესტრო” მართლაც იყო თავისუფალი სიტყვის ფლაგმანი და ამხელდა სააკაშვილის გუნდის “შეცდომებს” (შეგახსენებთ ეს “შეცდომები” შემდეგ თავად აღიარეს).
“რ2” მეტწილად ამ შემადგელობით ყველაფერს აკეთებდა, რომ “მაესტრო” დაეზიანებინა და გაექრო ეკრანიდან. ამგვარად სანამ შავზე ვიტყვით თეთრს და პირიქით, მანამ მინიმუმ არ უნდა გვიკვირდეს ის, რაც ჩვენს თავს ხდება. პარტიული ანტიმედია “რ2″ და მედია ფსკერი ,,იმედი” – აი, ასეთი მოცემულობა იყო ბოლო დროს ჩვენს თავს და მიუხედავად იმისა, რომ ორივე ,,მედიაში” ბევრი ჩემი მეგობარი მუშაობს (ღმერთმა ხელი მოუმართოთ), პირადად მე ნული პრობლემა.. გარდა ერთისა, ვერ დავარქმევ ანტიმედიებს, პარტიულებს და მედია ფსკერებს ,,თავისუფალი სიტყვის ფლაგმანებს” და არც თქვენ გირჩევთ”.

