მამუკა გამყრელიძე: ,,ნიკა გვარამია პრემიერობის კანდიდატად მოგვევლინება”

მამუკა გამყრელიძე: ,,ნიკა გვარამია პრემიერობის კანდიდატად მოგვევლინება”პოლიტიკოსი მამუკა გამყრელიძე ნიკა გვარამიას გარშემო მიმდინარე მოვლენებს ანალიზს უკეთებს და ფეისბუქში წერს:

,,გუშინ ნიკა გვარამიამ საკუთარი თავი დააფიქსირა, როგორც ახალმა და დამოუკიდებელმა პოლიტიკურმა ლიდერმა. IMHO ძალიან საინტერესო მოთამაშეა, რადგან მისი გარეგნული (ფასადური უფრო მოუხდება) ეპატაჟის და რადიკალიზმის უკან დგას ძალიან ჭკვიანი, პრაგმატული და კომპრომისული პოლიტიკოსი.

შესაბამისად ჩნდება მთავარი კითხვა, ვიხილავთ თუ არა მას მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე და თუ ვიხილავთ, რა ფორმით ?
1. შეუერთდება ნაცმოს;
2. შეუერთდება ევსაქებს;
3. შექმნის დამოუკიდებელ სტრუქტურას;
4. საკუთარი სტრუქტურით შეუერთდება გაერთიანებულ ოპოზიციას.
ჩემი შეფასებით, ის მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში მე-4 ვარიანტით. თუმცა ნებისმიერ განლაგებაში ის მოგვევლინება, როგორც კიდევ ერთი კანდიდატი მომავალი პრემიერის პოზიციაზე”.