მაია ტურაშვილი: ,,მეტირება, მეოთხე სტადიის სიმსივნეს ვამარცხებ”

მაია ტურაშვილი: ,,მეტირება, მეოთხე სტადიის სიმსივნეს ვამარცხებ"გორის თეატრის მსახიობს, მაია ტურაშვილს მეოთხე სტადიის სიმსივნე  დაუფგინეს. თუ რა გზის გავლა უხდებოდა ამ მძიმე სენთან ბრძოლაში, ამის შესახებ ჟურნალი ,,სარკე” წერდა (იხილეთ ინტერვიუ).

ამჟამად მსახიობი გამოკვლევებზე თურქეთში იმყოფება და იქიდან სასიხარულო ამბავი ამცნო ყველას.

,,პეტის პასუხები ძალიან კარგიაა. იწამეთ სასწაულების, იცოდეთ, რომ მართლა არსებობს. მეტირება. მეოთხე სტადიას ვამარცხებ. ეს უფლის გარეშე ხომ შეუძლებელია. მადლობა უფალს, რომ შემაძლებინა. მადლობა უფალს, რომ სულ ჩემთანაა. მიყვრხართ ყველაა. დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ღმერთმა,  ამინ!

მადლობა ყველას, ვინც ასე ერთგულად მიდგახართ დღემდე გვერდში. ძალა მართლაც რომ ერთობაშია! მადლობა, ვინც ერთი ლოცვა მაინც წაიკითხა ჩემთვის, ვინც ერთი სანთელი აანთო, ერთი ,,ამინ” თქვა ჩემი ჯანმრთელობის აღსადგენად. ვინც მატერიალურად, მორალურად, ფიზიკურად მედგა გვერდში და დღემდე მიდგას, ვინც იმდენ მძიმე ავადმყოფში სწორედ მე ამომარჩია და დამეხმარა, მადლობა ყველას, მადლობა ჩემს რომა ექიმს, მადლობა ჩემს ანა მაზანიშვილს უპოზიტიურეს გოგოს, რომელიც მომაკვდავსაც კი აღადგენს,  იმდენად დადებითია. მადლობა ჩემს უერთგულეს მეგობრებს. მადლობა იმ უჩინარ მადლიან ადამიანებს, ვინც დღემდე არ ვიცი, ვინ არიან, უბრალოდ მადლიანები არიან. მადლობა ჩემ ოჯახს. გაიხარეთ, უფალმა დაგლოცოთ და მძიმე განსაცდელი აგარიდოთ. მიყავრხართ. გჯეროდეთ, სასწაულები მართლა ხდება.

მე სიზმარშიც ვერ ვნახავდი იმ თანხას, რაც ჩემს მკურნალობაში იხარჯება. ეს იცით, რამხელა სასწაულია, სხვა რომ არ ჩავთვალო? ამდენი ხალხის სიყვარული და თანადგომა სიცოცხლეში ეს უდიდესი ბედნიერებაა. თუ არა უფალი, სხვაგვარად ეს ვერ მოხდებოდა. დამიჯერეთ. დააფასეთ ყველა წამი, ის წამები ჩვენი სიცოცხლის განუმეორებელი წამებია. მიყვარხართ!”, – დაწერა მსახიობმა.

მაია ტურაშვილი ,,სარკეს” ბერი ნაომის სასწაულებზეც უყვებოდა (იხილეთ ინტერვიუ).