,,კურიერის” წაყვანაზე ვერავინ დაითანხმეს, ჟურნალისტები ნინო შუბლაძეს არ ხვდებიან”

,,კურიერის" წაყვანაზე ვერავინ დაითანხმეს, ჟურნალისტები ნინო შუბლაძეს არ ხვდებიან",,კურიერი” არც 12 საათზე გავიდა ეთერში. მის ნაცვლად ქართული ფილმი გადის. ელისო კილაძე წერს, რომ ტელეკომპანიაში ბუნტია.

„კურიერში ბუნტია! ამ წუთებში პაატა სალია ჟურნალისტებს ხვდება!

ნინო შუბლაძესთან შეხვედრაზე ჟურნალისტები უარს ამბობენ. ლაშა ნაცვლიშვილის კაბინეტიდან გამოსულს აქ რა უნდაო.

ვერავინ დაითანხმა ნიუსის წაყვანაზე!

სხვაგან მოხვდით, პატივცემულო სალია !“ – წერს ელისო კილაძე.