ინგა ბერაძე: ,,მადლობა ღმერთს, რომ ჩემი 88 წლის დედის თბილი ხელების სურნელი დამიბრუნა”

ინგა ბერაძე: ,,მადლობა ღმერთს, რომ ჩემი 88 წლის დედის თბილი ხელების სურნელი დამიბრუნა"მომღერალი ინგა ბერაძე ფეისბუქში 88 წლის დედაზე ემოციურ წერილს აქვეყნებს.

,,ჩემო ძვირფასებო! მადლობა ყურადღებისთვის. ვიცი, გაინტერესებთ ჩემი მდგომარეობა. 1 თვის წინ დედამ 88 წლის ასაკში მუცლის აორტის ანევრიზმის ურთულესი, სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა. ახლა გავდივართ რეაბილიტაციის მძიმე პერიოდს.

მჯერა უფლის სასწაულის. დაგვეხმარება და გაგვაძლიერებს. მადლობა ღმერთს, რომ დედას, ამ მადლიან ქალს, სიცოცხლე აჩუქა და მისი თბილი ხელების სურნელი დამიბრუნა…. მიყვარხართ. თქვენი მეგობარი ინგა”, – დაწერა მომღერალმა.

ინგა ბერაძის ინტერვიუ იხილეთ ბმულზე.