გია რაზმაძე საკუთარ სახლს მანამდე ანგრევს, სანამ ოკუპანტები დაეპატრონებიან – უმძიმესი ვითარება გუგუტიანთკარში

გია რაზმაძე საკუთარ სახლს მანამდე ანგრევს, სანამ ოკუპანტები დაეპატრონებიან - უმძიმესი ვითარება გუგუტიანთკარშიდღეს დილიდან გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის სამუშაოები განახლდა და ამ წუთებშიც მიმდინარეობს ბოძების დამონტაჟება. რუსმა ოკუპანტებმა უკანონო საზღვარი კიდევ უფრო გადმოწიეს და საკარმიდამო ნაკვეთების შემდეგ უკვე ადგილობრივების სახლების ნაწილი მოექცევა ე.წ. საზღვრის მიღმა.

მოსახლეობა შეშინებულია და დახმარებას ითხოვს. გუგუტიანთკარში მცხოვრები ერთ-ერთი მოსახლე, გია რაზმაძე კი დილიდან საკუთარ სახლს ანგრევს და ტერიტორიის დატოვებისთვის ემზადება. ოკუპანტების სამუშაოების დასრულების შემდეგ მისი სახლიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცევა.

მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან ქართველი სამართალდამცავებიც.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი