,,ღმერთმა ამ შეცდომის გამო დამსაჯა, ჯობდა, მე დავესაჯე, ვიდრე ჩემი შვილი” – გივი სიხარულიძე უკვალოდ გამქრალ შვილზე და დიდ ტკივილზე – ვიდეო

,,ღმერთმა ამ შეცდომის გამო დამსაჯა, ჯობდა, მე დავესაჯე, ვიდრე ჩემი შვილი" - გივი სიხარულიძე უკვალოდ გამქრალ შვილზე და დიდ ტკივილზე - ვიდეოგივი სიხარულიძე ჟურნალისტ ვანო პავლიაშვილთან თავისი ცხოვრების ყველაზე რთულ  პერიოდზე საუბრობს:

-მე ღმერთმა არ გამწირა, მე მივიღე ის, რაც დავიმსახურე. ეტყობა, ვერ ვცხოვრობდი ისე, როგორც საჭირო იყო. რაღაცებში ჩავიჭერი და მივიღე ეს.

რა თქმა უნდა, მერჩივნა, მე დავკარგულიყავი და ჩემი შვილი დაიკარგა 4 მეგობართან ერთად… დაიკარგნენ ოთხივე, მხედრიონის დროს, ვერაფერი გავიგე, ვერაფერი  გავარკვიეთ.

ერთადერთი ის მაბედნიერებს, რომ ულამაზესი შვილი დამრჩა მისგან, სოფიკო… ვეძებეთ, ყველაფერი ვეცადეთ, მაგრამ ეს სადღაც ბულგარეთში მოხდა. ასე ბუნდოვნად წავიდა. მე მყავდა პირველი მეუღლე, უწესიერესი ადამიანი, რომელთანაც არ ვიქცეოდი კარგად და ვფიქრობ, ღმერთმა ამის გამო დამსაჯა… (ვიდეო)