სონია გოკაძე ფეისბუქით გერმანიაში. ქალაქ შტუტგარტში ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარ ისტორიას იხსენებს და წერს, რომ ახალგაზრდა გერმანელს ხელზე ტატუ ქართული წარწერით -„ტიფლისი“ აქვს გაკეთებული. ამასთან, როგორც ფოტოში ჩანს, მას ქართული ღამის კლუბების ლოგოებიც აქვს დახატული.
,,გერმანიაში, კერძოდ შტუტგარტში ერთ-ერთ ღამის კლუბში, შემთხვევით გაცნობილ ადამიანს რომ ვუთხარი, ქართველი ვარ-მეთქი, შოკში ჩამაგდო, ეს ტატუ რომ მანახა. სამი წელია გერმანიაში ვარ და რამ უნდა გადამაწყვეტინოს, შტუტგარტის ხელზე დაშტამპვა, არ ვიცი და ჰა, ადამიანმა თბილისი ასე ძალიან შეიყვარა”.

