გარდაცვლილი შვილის სახელზე ნუკრი რევიშვილი და თიკო ჩხეიძე ტაძარს აგებენ – ,,სულ მეშინოდა ტაძრის აშენების, ახლა ამ შიშმა სადღაც მიიძინა”

გარდაცვლილი შვილის სახელზე ნუკრი რევიშვილი და თიკო ჩხეიძე ტაძარს აგებენ - ,,სულ მეშინოდა ტაძრის აშენების, ახლა ამ შიშმა სადღაც მიიძინა''ერთი წლის წინ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი მე­კა­რის, ნუკ­რი რე­ვიშ­ვი­ლის და მო­დელ თიკო ჩხე­ი­ძის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. მათი უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი ტატიანა დენის დარტყმით გარდაიცვალა.

ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ წყვილ­მა და მათ­მა მო­ძღვარ­მა, ტა­ტი­ა­ნას სა­ხელ­ზე ეკ­ლე­სი­ის მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­სა­ხეს მიზ­ნად. ამის შე­სა­ხებ თიკო ჩხე­ი­ძე ,,ინ­ტაგ­რამ­ზე” წერ­და:

გარდაცვლილი შვილის სახელზე ნუკრი რევიშვილი და თიკო ჩხეიძე ტაძარს აგებენ - ,,სულ მეშინოდა ტაძრის აშენების, ახლა ამ შიშმა სადღაც მიიძინა'',,ჩვენ­მა ბერ­მა გა­და­წყვი­ტა ტაძ­რის აშე­ნე­ბა ტა­ტი­ა­ნას სა­ხელ­ზე. ჩვენ­თვის არა­ფე­რი უთხო­ვია, ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვენც გა­მოვ­თქვით დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი. ყო­ველ­თვის მე­ში­ნო­და ტაძ­რის აშე­ნე­ბის (ნუკ­რის ბევ­რჯერ გა­მო­უთ­ქვამს სურ­ვი­ლი), ახლა ამ შიშ­მა სა­დღაც მი­ი­ძი­ნა. ერთი მი­ზა­ნი დაგ­ვე­სა­ხა, რომ და­ვეხ­მა­როთ მამა ანუ­ბის და ერ­თად ავა­შე­ნოთ კი­დევ ერთი ლა­მა­ზი ტა­ძა­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში”, – წერ­და მო­დე­ლი.

ერ­თწ­ლი­ა­ნი მშე­ნებ­ლო­ბის შემ­დეგ, ეკ­ლე­სი­ის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი უკვე აშე­ნე­ბუ­ლია. თიკო ჩხე­ი­ძე “ინ­სტაგ­რა­მის” პი­რად გვერ­დზე ავ­რცე­ლებს ფო­ტო­ებს, რო­მე­ლიც ძა­მას ხე­ო­ბა­ში ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბის ად­გი­ლა­საა გა­და­ღე­ბუ­ლი. ფო­ტო­ებ­ზე მო­დე­ლი მე­უღ­ლეს­თან, ვე­ტე­რან ფეხ­ბურ­თელ­თან ნუკ­რი რე­ვიშ­ვილ­თან და მღვდელ-მო­ნა­ზონ ანუ­ბის­თან ერ­თა­დაა ასა­ხუ­ლი.

თიკო ჩხე­ი­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თავს, რომ სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, მშე­ნებ­ლო­ბას შე­ე­წი­ონ:

,,ვი­საც სურ­ვი­ლი გაქვთ, შე­გიძ­ლი­ათ თქვენც მი­ი­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბა­ში ან მცი­რე­დით და­ეხ­მა­როთ მო­ნას­ტერს.

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი:

GE19BG0000000674602100

მიმ­ღე­ბი: ალექ­სან­დრე მე­ნა­ღა­რიშ­ვი­ლი

პირ. ნომ: 60001138405″, – წერს მო­დე­ლი “ინ­სტაგ­რა­მის” პი­რად გვერ­დზე.

ტა­ძა­რი ტა­ტი­ა­ნა რე­ვიშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე, ძა­მას ხე­ო­ბა­ში შენ­დე­ბა, იქ სა­დაც ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე მო­ნას­ტრე­ბია და ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე დე­დე­ბის თუ მა­მე­ბის ხმატ­კბი­ლი გა­ლო­ბა ის­მის…

ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბა ხე­ო­ბა­ში მდე­ბა­რე სარ­კი­ნე­თის მა­მა­თა მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვრის – მღვდელ-მო­ნა­ზონ ანუ­ბის (მე­ნა­ღა­რიშ­ვი­ლი) სურ­ვი­ლით და ოჯა­ხის დახ­მა­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ნას­ტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. მამა ანუ­ბი ერთ-ერ­თია მათ შო­რის, ვინც სარ­კი­ნე­თის წმინ­და შიო მღვი­მე­ლის სა­ხე­ლო­ბის მა­მა­თა მო­ნას­ტე­რი და­ა­არ­სა.

ამბები.ჯი

გარდაცვლილი შვილის სახელზე ნუკრი რევიშვილი და თიკო ჩხეიძე ტაძარს აგებენ - ,,სულ მეშინოდა ტაძრის აშენების, ახლა ამ შიშმა სადღაც მიიძინა''

დატოვეთ თქვენი კომენტარი