ძვირადღირებული სასტუმროები და ავიარეისები – მთავრობის ადმინისტრაციამ 6 თვეში 2 მილიონ 320 ათასი ლარი დახარჯა

ძვირადღირებული სასტუმროები და ავიარეისები - მთავრობის ადმინისტრაციამ 6 თვეში 2 მილიონ 320 ათასი ლარი დახარჯამივლინებები, ძვირადღირებული სასტუმროები და ავიარეისები – აუდიტის დასკვნის მიხედვით, ,,ქართული ოცნების” მთავრობის ადმინისტრაციამ მიმდინარე წელს, 6 თვეში თითქმის 2 მილიონ 320 ათასი ლარის ათვისება მოახერხა. მაშინ, როცა შარშან მთელი წლის მაჩვენებელი 858 ათას არ გასცდენია. ჯამურად, 4 მილიონით არის გაზრდილი სამივლინებო ხარჯები, აქედან რეკორდული მაჩვენებლი აქვს პრემიერ ბახტაძის ადმინისტრაციას, რომლის ხარჯებიც 200 პროცენტით არის გაზრდილი.

-სახლში არავინ წაიღებდა, – ამბობს თბილისის მერი კახი კალაძე.

-ვერ ჩავიკეტებით სახლში, როცა სამუშაო სახლის გარეთაც არის, საჭიროა ვიზიტები, – ამბობს პარლამენტის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე.