,,დედა აღშფოთებული მიუბრუნდა ნიკას, თქვენც ჟორდანიასავით არ მოქუსლოთო” – გიორგი რურუა აგვისტოს ომზე

,,დედა  აღშფოთებული მიუბრუნდა ნიკას, თქვენც ჟორდანიასავით არ მოქუსლოთო" - გიორგი რურუა აგვისტოს ომზენიკა რურუას ძმა, გიორგი რურუა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით წერს:

,,აგვისტოს ომის დროს ჩემი ძმა, ნიკა მივლინებით იმყოფებოდა ამერიკაში. სრულიად მოულოდნელად დაიწყო ომი, შეწყდა ავიაფრენები საქართველოში. სასწრაფოდ გადმოფრინდა ავსტრიაში, იქიდან ბაქოში და ბაქოდან მანქანით წითელ ხიდამდე, სადაც დახვდნენ. ეს იყო 9 ან 10 აგვისტო.

ნიკა დაბრუნდა საქართველოში. ამას არც დავწერდი, ქოცები რომ არ იტყუებოდნენ, თითქოს ნიკამ წითელი ხიდი გადაკვეთა საქართველოდან აზერბაიჯანის მიმართულებით.

ორი დღის შემდეგ ვხვდებით სახლშ. საუბარს დედაჩვენი შეესწრო. ნიკა ზურგჩანთას ალაგებს და მეუბნება, გადავდივართ პარტიზანულ ბრძოლაზე და კონსპირაციულ ბინაზე. მელაპარაკება კავშირების გარკვევაზე.

ამ დროს საუბარში ჩაება დედაჩემი, აღშფოთებული და ნიკას მიუბრუნდა, თქვენც ჟორდანიასავით არ მოქუსლოთო”.