,,დაბადების დღეზე ფული მაჩუქეთ” – ანანია გაჩეჩილაძე მეგობრის დედისთვის ფულს აგროვებს

,,დაბადების დღეზე ფული მაჩუქეთ" - ანანია გაჩეჩილაძე მეგობრის დედისთვის ფულს აგროვებსპრეზერვატივების მწარმოებელი ,,აიისა”-ს დამფუძნებელი ანანია გაჩეჩილაძე ყველას სთხოვს, რომ 15 აგვისტოს, მის 24-ე დაბადების დღეზე ფული ჩაურიცხონ. ანანიას თანხა მეგობრის დედისთვის სჭირდება.

,,გაჩენიდან 24 წლის ვხდები. ალბათ ზოგი კომპანია გამომიგზავნის შესანიშნავ საჩუქარს, ზოგი მეგობარიც, ოჯახის წევრიც, ახლობელიც, ნაცნობიც, უცნობიც.  მაგრამ მე მინდა, რომ ყველამ 24 ან 24-ზე მეტი/ნაკლები ლარი/დოლარი/ევრო თუ ჩინური ფული ჩამირიცხოთ და ,,მაჩუქოთ” ჩემს ანგარიშებზე:

GE76TB7867445061600024 თიბისი,
GE05BG0000000799546500 საქართველო

ჩემი მეგობრის, ახალგაზრდა გოგოს Nina -ს დედისთვის, რომელიც უთავისუფლესად შეიძლება ჩემი დედა აღმოჩენილიყო ან აღმოჩნდეს მომავალში.

გმადლობთ წინასწარ და ყველას ინდივიდუალურად. ეს პოსტი არ არის სატირალი, არის შემართებით და ხალისით, ჩემი მხრივ, თქვენს დაბადების დღეებზე თავისთავად არც მე დაგრჩებით ვალში ამ წინადადების სრული მნიშვნელობით. ვინც წუხდებით, აქვე დამაჰაიდეთ ცოტა ხნით, რადგან რამდენჯერმე შეგახსენებთ უახლოეს 2 დღეში”, – წერს ანანია და მეგობრის პოსტს აქვეყნებს.

,,Sos! მოკლედ დედაჩემის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. გარეგანი დათვალიერებით დადგენილია ძუძუს დაწყლულებული სიმსივნე, ვაგროვებთ ფულს კორ-ბიოფსიისთვის, რისი დაფინანსების იმედიც ნაკლებია, ამასობაში დრო იწელება და ეს უკანასკნელი სასწრაფოდ ჩასატარებელია, ასევე იმუნოჰიფსტოლოგიური და ჰიფსტოლოგიური კვლევისთვის, რომელიც არ ექვემდებარება დაფინანსებას და ჯამური თანხაც ბიოფსიიანად 1600 ლარამდეა, რაც ამწამს არ მაქვს და ძალიან სასწრაფოა”.