,,ბირჟაზე ვარ, სიმონ… ქუთაისი – ფანტაზიის ქალაქი” – დღის ფოტო

,,ბირჟაზე ვარ, სიმონ... ქუთაისი - ფანტაზიის ქალაქი" - დღის ფოტოჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე სახალისო ფოტოს აქვეყნებს ქუთაისიდან – ,,ბირჟაზე ვარ, სიმონ… ქუთაისი, ფანტაზიის ქალაქი… მობილური კიბეა, მიადგამ და მერე მოხსნი.

როგორც ჟურნალისტი წერს, ქუთაისში, სარაჯიშვილის ქუჩაზე ადგილობრივებმა ხეზე მოსასვენებელი სივრცე მოაწყვეს.

ადგილობრივების თქმით, თუთის ხეზე მოსასვენებლი სივრცე გასულ წელს მოაწყვეს.

-15 კაცი თავისუფლად ეტევა ამ სივრცეში. ზოგჯერ უბნის ბიჭები ვქეიფობთ ხოლმე. ყველას ძალიან მოსწონს ეს ადგილი. ტურისტებიც მოდიან და ფოტოებს იღებენ, – აცხადებს ადგილობრივი.