მზია წულუკიძე, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, მწვავე პოსტს აქვეყნებს.
,,რას ვჭამთ საქართველოში? საქართველოში სტუმრად ჩასული
ნაბოლარა შვილი მომეწამლა. უფროსი შვილიშვილი მომეწამლა. პატარა შვილიშვილები კოღოებმა შემიჭამეს. ნამცხვრებში მატლები ქუნქლაობენ.
სოსისს შიდა გული ცარიელი აქვს. ჰოდ დოგი იყიდეს გუშინ და თავ-ბოლოში ქონდათ სოსისი ჩადებული და შუა ცარიელი იყო…
დღეს პოსტი ვნახე, ჩემის დის ახლობლის ბავშვს, რომელიც საფრანგეთში სიმსივნის დიაგნოზით იყო ჩასული, სიმსივნე არ აღმოაჩნდა…
გავაგრძელო?
კარგი, ჩემს ოჯახს გასაქცევი აქვს, ნორმალურ სახელმწიფოში ცხოვრობენ, მაგრამ ვინც საქართველოში ცხოვრობენ, მათ რა ქნან? ცოდო არ არიან?
ან რამხელა თანხებთანაა ექიმთან მისვლა დაკავშირებული.
არ მინდოდა, დამეწერა, მაგრამ კომენტარებიდან გამომდინარე თავი ვეღარ შევიკავე და მივამატებ:
მე მოკრძალებულად დავწერე ეს პოსტი და ხაზი არ გავუსვი, რომ მაქვს იმის საშუალება, წიწილები ვუყიდო და ბულიონი გავუკეთო.
მე მაქვს საშუალება, საქონელი დავაკვლევინო და ის ხორცი ვაჭამო ჩემი ოჯახის წევრებს, მაგრამ ვისაც არ აქვს საშუალება, იმ ოჯახებმა რა ქნან? დაწამლონ შვილები?
გვეყო ქართველებს ეს კუდაბზიკობა.
გვეშველება, ხალხო, როდესმე რამე?”, – წერს მზია წულუკიძე.

