ბათუმში 5 წლის დათო ნიკურაძეს ეძებენ – ,,იქნებ დაგვეხმაროთ და გაავრცელოთ, მთელი სანაპირო ვეძებთ”

ბათუმში 5 წლის დათო ნიკურაძეს ეძებენ - ,,იქნებ დაგვეხმაროთ და გაავრცელოთ, მთელი სანაპირო ვეძებთ"ბათუმის ფეისბუქგვერდი განცხადებას ავრცელებს და დახმარებას ითხოვს:

„მეგობრებო, მივიღეთ შეტყობინება, კოშკის ტერიტორიიდან დაიკარგა 5 წლის ბავშვი – დათუნა ნიკურაძე, აცვია მუქი ლურჯი შორტი.
იქნებ, დაგვეხმაროთ და გაავრცელოთ, მთელი სანაპირო ვეძებთ. 112-ში შესულია ინფორმაცია და იქ დარეკონ, თუ იპოვიან“, – წერია განცხადებაში.