ბაია დვალიშვილი: ,,ჭკუათმყოფელი რუსთავი 2-ზე დარჩება?!”

ბაია დვალიშვილი: ,,ჭკუათმყოფელი რუსთავი 2-ზე დარჩება?!”მსახიობი ბაია დვალიშვილი აცხადებს, რომ ,,რუსთავი 2”-ზე არ დარჩება.

-ჭკუათმყოფელი რუსთავი 2-ზე დარჩება?! არც მე ვრჩები, რა თქმა უნდა“, – განაცხადა ბაია დვალიშვილმა ,,პრაიმტაიმთან”.

თიკა ფაცაციას ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია, დარჩება თუ არა ,,რუსთავი 2”-ში.

მაია ასათიანის „პროფილის“ გუნდი კი შვებულების დასრულების შემდეგ „რუსთავი 2“-ში დაბრუნდა.  „კურიერის“ გუნდიდან ასევე დარჩნენ ნანა ინწკირველი და ანუკა ქინქლაძე.

„რუსთავი2“-ის პოპულარული გადაცემის „ვანოს შოუს“ წამყვანი ვანო ჯავახიშვილი კი ნიკა გვარამიას ახალ არხზე გადავიდა.

,,ემო მეგობრებო და გულშემატკივრებო, მოგესალმებით. მინდა, საჯაროდ გამცნოთ, რომ ჩემი 16 წლიანი მოღვაწეობა ჩემთვის უსაყვარლეს არხზე, რუსთავი 2-ზე დასრულდა. არ გემშვიდობებით, შევხვდებით მალე.

პ.ს. სხვათა შორის, ტელევიზორის პულტს სხვა ღილაკიც ჰქონია“- წერს ვანო ჯავახიშვილი.