ნიკა ქართველიშვილი, რომელიც ძმასთან, რატისთან ერტად დედის, მაია ქართველიშვილის გადასარჩენად ,,სიცოცხლის ტაქსით” იბრძვის, ემოციურ წერილს აქვეყნებს.
,,დღეს გამოიძახეს ,,სიცოცხლის ტაქსი” ვარკეთილში. შუახნის ქალბატონი ჯდება ტაქსიში, რომელმაც გადმომცა სუნამოს ფლაკონის ყუთი და მეუბნება, შვილო, მე ტაქსი არ მჭირდება, აი, ამას კი დიდი ხანია ვაგროვებ, არც ვიცი, რამდენია, მაგრამ შენ უფრო გჭირდება, ისეთი საქმისთვის აგროვებ, ერთადერთს გთხოვ, დედის მდგომარეობა შემატყობინე პერიოდულადო.
150 ლარი იყო, როდესაც დავთვალეთ. ვინ იცის, რისთვის და რამდენი ხანი აგროვებდა ამ თანხას. არ ვიცი, ვინ ხართ, არ ვიცი, სად ცხოვრობთ. მიყვარხართ, უცნობო ქალბატონო ნინო, ძალიან მიყვარხართ.
ცრემლები ვერ შევიკავე, ეს ქალბატონი რომ გადავიდა მანქანიდან.
დედა აუცილებლად კარგად იქნება, იმიტომ, რომ ასეთი ხალხი ჩვენ გვერდითაა. ყველანი მიყვარხართ, ხალხო”, – დაწერა ნიკა ქართველიშვილმა.
მაია ქართველიშვილის დასახმარებლად ანგარიშია გახსნილი.
საქართველოს ბანკი GEL EUR USD GE95BG0000000161310779
TBC ბანკი GEL EUR USD
GE28TB7739345064300013 TBC
მიმღები რატი ქართველიშვილი
პ/ნ 01019072195

