ჟურნალისტი: ,,ექიმებმა ფეხი შემინარჩუნეს, მადლობა მათ” – რას ყვება 20 ივნისის ღამეს დაჭრილი ლიკა ალელიშვილი

ჟურნალისტი: ,,ექიმებმა ფეხი შემინარჩუნეს, მადლობა მათ" - რას ყვება 20 ივნისის ღამეს დაჭრილი ლიკა ალელიშვილი20 ივნისის ღამეს აქციაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, ლიკა ალელიშვილი დაშავდა. ის ექიმებს მადლობას უხდის და ამავდროულად იმ სპეცრაზმელზეც წერს, რომელმაც მას დამიზნებით ესროლა.

„ქრონოლოგიურად დავიწყებ, მადლობა აქციის იმ მონაწილე ბიჭებს, ვინც სასწრაფოს მანქანამდე მიმიყვანა, მადლობა სასწრაფოს ექიმებს სისხლის დროულად შეჩერებისთვის, მადლობა ჩემს ქირურგებს ჩემი გადარჩენისა და ფეხის შენარჩუნებისთვის. ამ ყველა ადმიანმა შემინარჩუნა სიცოცხლე. მადლობა ღუდუშაურის საავადმყოფოს თითოეულ თანამშრომელს.

მადლობა ყველას, ვინც ამ დროის განმავლობაში მკითხულობდით და რა თქმა უნდა, ჩემს მეგობრებს. ჩემს ცხოვრებაში მიღებული ყველაზე სწორი გადაწყვეტილება სწორედ ჩემს მეგობრებს უკავშირდება.

მადლობა ამ შემთხვევას, რომელმაც ბევრი რაღაც მასწავლა და სხვა თვალით შემახედა უამრავ საკითხზე. ერთადერთი ადამიანი, ვისაც მადლობას ვერ გადავუხდი, ის სპეცრაზმელია, რომელმაც მიზანში ამომიღო და მესროლა. (გარემოებებიდან გამომდინარე 90% დარწმუნებული ვარ, რომ ტყვია შემთხვევით არ მომხვედრია. დანარჩენს დიდი იმედი მაქვს, რომ გამოძიება გაარკვევს). ჰოდა, ფეხზეც ავდექი”, – წერს ჟურნალისტი.