,,ვიცი, დამესევით, მაგრამ მეცოდება გახარია, წარმოიდგენეთ, რას გრძნობს მისი ოჯახი” – მიხეილ ზაქარიაშვილი

,,ვიცი, დამესევით, მაგრამ მეცოდება გახარია, წარმოიდგენეთ, რას გრძნობს მისი ოჯახი" - მიხეილ ზაქარიაშვილიკომპოზიტორი მიხეილ ზაქარიაშვილი შს მინისტრ გახარიასა და მის საწინააღმდეგო ტალღაზე ფეისბუქში წერს:

,,ახლა რაღაცას დავწერ და ვიცი, დამესევა ზოგიერთი პარტიის მხარდამჭერი. აი, რა მინდა გითხრათ, მეგობრებო. პირადად მე ჰულწრფელად მეცოდებიან გიორგი გახარია და მისი დამცველები. რატომ მომივიდა ეს აზრი?წარმოვიდგინე ერთი წამით თავი გიორგი გახარიას ადგილას. წარმოიდგინეთ, კაცმა ისწავლა რამდენი, რამე დაამთავრა, წავიდა მოსკოვში, დიდი ფული იშოვა, იშრომა, შექმნა ოჯახი, გაუჩნდა შვილები და უცებ ასეთ შარში ხვდება საკუთარ ქვეყანაში.

მისი ბრძანებით ვიღაც ნაძირალა ადამიანებმა ნაძირალა ადამიანების პროვოკაციის გამო დათხარეს ბავშვებს თვალები, ზოგს დაუმტვრიეს ძვლები,ზოგსაც ტვინი გაასხმევინეს 21-ე საუკუნეში, თანაც საკუთარ ქვეყანაში. ხალხო, მტერთან ომში კი არა, შვიდობიან პერიოდში თბილისის ცენტრში!

ეს ბავშვები გაიზრდებიან და არასოდეს დაავიწყდებათ ეს ორი დღე და როგორ გგონიათ, ის როდესაც თვალებს აპაჭუნებდა და მის მომხრეებს მოსწონდათ როგორც ძლიერი მინისტრი, ახლა არ განიცდის, დავიჯერო ამ ამბავს? განიცდის და ვფიქრობ, ძალიან მწარედ. წარმოიდგინეთ, რას გრძნობს მისი ოჯახი, მამა, ბავშვები რა დღეში იქნებიან. იფიქრეთ ამაზე, აბა.

ის აუცილებლად გადადგება, ამაში დარწმუნებული ვარ და ვერ მოინელებს ამ ორ დღეს თავად დარჩენილი წლების განმავლობაში. ეს მას კარგად აქვს გაცნობიერებული. ისიც იცის, რომ სხვაზე ამ ამბების გადაბრალება სისულელეა. მე მოვუწოდებ მას, რომ გადადგეს. გადადექით, ამას ადამიანურად გეუბნებით.  ბატონო გიორგი, იქ დარჩენილ ბავშვებს მაინც ნუ აწვალებთ, გაუშვით სახლებში! გააკეთეთ თავად თქვენი და თქვენი შვილებისთვის. გულწრფელად მეცოდებით, ადამიანურად. წადით და მოინანიეთ ეს ყველაფერი, იქნებ ღმერთმა გაპატიოთ”.