,,ვითომ ,,ფულის გათეთრების” საქმით არკვევდით ტელევიზიის გეგმებს, პოლიტიკას, ანუ დადასტურდა, რომ პრაქტიკულად ფარულად უსმენდით იმ ტელევიზიის ყველა თანამშრომლეს, რომელსაც თქვენ ვერ აკონტროლებთ!”, – ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია ,,პირველის” მფლობელი ვახტანგ (ვატო) წერეთელი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გამოძიება მის სატელეფონო საუბრების მოსმენას ახორციელებდა.
,,ბრავო! თურმე ტელევიზიის მფლობელს უსმენდით 6 თვე ფარულად, ახლა გასაგებია, ამ ვითომ ფულის გათეთრების საქმით, რამდენი რამის ,,გაპრავება” სცადეთ. ანუ უსმენდით ჩემსა და ინგა გრიგოლიას, ნინო ჟიჟლაშვილის, დიანა ტრაპაიძის, ვახო სანაიას, გიორგი ისაკაძის, თამარ ჩიხლაძის საუბრებს”, – წერს ვახტანგ წერეთელი.

