თინა ხიდაშელი: ,,ერთ ქურდს წაართვეს, მეორე ქურდს მიაკუთვნებენ”

თინა ხიდაშელი: ,,ერთ ქურდს წაართვეს, მეორე ქურდს მიაკუთვნებენ"თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ,,რუსთავი 2″-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას ასე ეხმაურება:
,,ქარს დათესავ? ქარიშხალს მოიმკი და ის ქარიშხალი შენვე წაგლეკავს.
ვაზაგაშვილის საქმეზე დღევანდელი გადაწყვეტილება გირგვლიანის საქმის მსგავსად, მორიგი ლოდია სააკაშვილის პოლიტიკურ საფლავზე.

სამწუხაროდ, ყველამ ვერ იპოვა სამართალი ჯერ და მათ შორის ,,რუსთავი 2″-ის ნამდვილი მესაკუთრეებიც არიან. დავით დვალი – ურემი ნელა დადის, მაგრამ აუცილებლად მოვა შენამდე.

იმედია, ახლა ევროსასამართლოს გმობის, ბიძინამ იყიდა ყიჟინას სერიალს არ ვნახავათ.
ამ ისტორიაში ცუდი ის არის, რომ ერთ ქურდს წაართმევენ და მეორე ქურდს მიაკუთვნებენ. თორემ გადაწყვეტილება სრულიად გასაგები და ლოგიკურია.

ეს ქარიშხალი 20 ივნისის საქმეზე კი აუცილებლად იმათ წალეკავს, დღეს რომ ბედნიერების დროშები აღმართეს. მაინც გახსოვდეთ.

P.S. თავისუფალი ინტერპრეტაციის გურუებმა რამე რომ არ დამაბრალოთ,  სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არც ეჭვქვეშ ვაყენებ და არც რამე პრობლემას ვხედავ”.

დატოვეთ თქვენი კომენტარი