თეონა ცხომელიძემ ,,რუსთავი 2″ დატოვა – ,,კრიზისის დროს მივატოვე კოლეგები, ვწუხვარ”

თეონა ცხომელიძემ ,,რუსთავი 2" დატოვა - ,,კრიზისის დროს მივატოვე კოლეგები, ვწუხვარ"ჟურნალისტმა თეონა ცხომელიძემ ,,რუსთავი 2″ დატოვა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ თავად დაწერა ფეისბუქში.

,,გავანთავისუფლე ჩემი ,,სწენკა” ნიუსრუმში. 13 წლიანი მუშაობის, უამრავი დროის, ემოციის და ენერგიის დახარჯვის შემდეგ წამოვედი ადგილიდან, რომელიც ოჯახის შემდეგ ყველაზე მეტად მიყვარდა.

ვწუხვარ, რომ ჩემი მეგობრები და კოლეგები კრიზისულ დროს მივატოვე, თუმცა მათ კარგად იციან – გადაწყვეტილება გაცილებით ადრე, ივნისში მივიღე.

სენტიმენტებს ჩემთვის დავიტოვებ, მადლობა ,,რუსთავი 2”-ს გამოცდილებისათვის. ცხოვრებაში პირველად წარმოდგენა არ მაქვს, რას გავაკეთებ და სად ვიქნები.

ერთი ვიცი – ცოტა დასვენება დავიმსახურე და ასეც ვაპირებ”, – დაწერა თეონა ცხომელიძემ.