თეა წულუკიანი: ,,მონა, გოიმი, სამარცხვინო… სტრასბურგმა ნიკა გვარამიას ეს სიტყვები განიხილა”

თეა წულუკიანი: ,,მონა, გოიმი, სამარცხვინო... სტრასბურგმა ნიკა გვარამიას ეს სიტყვები განიხილა"იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კრიტიკის ზღვარს მიღმა იყო გასული და სტრასბურგმა მისი შეურაცხმყოფელი სიტყვებიც განიხილა.

„ეს ვერდიქტი არის პოზიტიური, თუმცა ვერდიქტი კონკრეტულად, პიროვნულად ნიკა გვარამიას წინააღმდეგაა და ამას მე არ ვამბობ უსაფუძვლოდ. არის ისეთი პარაგრაფები, აბზაცები ამ გადაწყვეტილებაში, როგორიც არის 175-ე, შემდეგ უკვე 300-ის შემდეგ პარაგრაფები, თქვენ თუ ჩახედავთ, მას ეძღვნება პიროვნულად, განხილულია სტრასბურგის სასამართლოს მიერ მისი ჩართვები, პრესკონფერენციები და გამონათქვამები და შეფასებულია.

მაგალითად, ისეთი გამონათქვამები, როგორებიცაა ზონდერმოსამართლე, დაქირავებული ზონდერი, გოიმი, მანქურთი, მანტიაში გახვეული მოღალატე, კრიმინალი, სამარცხვინო, მონა, ჯიბის მოსამართლე და ა.შ. ეს ყველაფერი არის დაწვრილებით განხილული და დასკვნა არის გაკეთებული, პირდაპირ წერია, რომ ეს ადამიანი, რუსთავი 2-ის გენდირექტორი გასული იყო დაშვებული კრიტიკის ზღვარს მიღმა და მიზნად ისახავდა ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტაციას”, – განაცხდა წულუკიანმა.