სააკაშვილი: ,,ლარის ვარდნა იცის ქურდობამ და თქვენ ხართ ქურდები!”

სააკაშვილი: ,,ლარის ვარდნა იცის ქურდობამ და თქვენ ხართ ქურდები!"საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლარის კურსის კატასტროფულ ვარდნას ვიდეომიმართვით ეხმაურება.

-პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა, რომ ლარის კურსის გაუფასურება არის მიტინგებისა და ოპოზიციის დამსახურება. კი მაგრამ, ჩემს დროს ეკონომიკა გაიზარდა რამდენჯერმე, მაშინ, როცა სულ გვარყევდნენ, სულ მიტინგებს გვიწყობდნენ, სულ არეულობა იყო, მათ შორის, სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო ორჯერ, მაინც ვიზრდებოდით, მაინც სწრაფად ვვითარდებოდით. მინდა ვუთხრა ივანიშვილს, ქურდობამ იცის ლარის კურსის ვარდნა და თქვენ ხართ ქურდები. თქვენისთანა ქურდების ადგილი არის ციხეში, – ამბობს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/videos/419254818934323/?t=2