,,რუსეთი უფრო ღრმად შემოვიდა საქართველოში, ვიდრე ეს 20 ივნისამდე იყო” – ნინო მეტრეველი

,,რუსეთი უფრო ღრმად შემოვიდა საქართველოში, ვიდრე ეს 20 ივნისამდე იყო" - ნინო მეტრეველილეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი, ნინო მეტრეველი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გუშინდელ განცხადებებსა და საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს:

,,პუტინმა საქართველოს ისტორიის რუსული ვერსია წარმოგვიდგინა და ეს ფარჩაკები დაეთანხმნენ! პუტინმა თავისი ,,ღირსეული კეთილშობილებით და დიდსულოვნებით” ბევრი ქულა ჩაიწერა შეშფოთებულ-შეშინებულ ქართველებში.

ეს პროცესები – ჯერ ,,ვაი, სანქციებს გვიწესებს და რა გვეშველება” და ახლა ,,აღარ დააწესა და გვეშველა” –  აუცილებლად მოახდენდა გავლენას განწყობებზე, ისე, როგორც იმ აფეთქებულს ტყუილად არ უთქვამს, რომ აფხაზეთი და ,,ორივე ოსეთი” საქართველოს გუბერნიები იყო და ვჩაგრავდით.

ეს საერთაშორისო საზოგადოებისთვისაა. რუსეთი უფრო ღრმად შემოვიდა საქართველოში, ვიდრე 20 ივნისამდე იყო. ომის გარეშე ბევრად ბევრს მიაღწია, ვიდრე ომით. ახლა ისღა დაგვრჩა სამკითხაოდ, ვინაა რუსეთის კომპანიონი ამ ბინძურ თამაშში ქართული მხრიდან? ,,თარხანების”, ვასაძეების, ბრეგაძეების, ბურჯანაძეების, ქუცნას, კობახიძის როლი დიდად მნიშვნელოვანი არ მგონია… ივანიშვილი _ გასაგებია… კიდევ?!

პ.ს. ხაზარაძეს რომ არ გაეტანა რუსეთში ,,ბორჯომი”, საპატრიარქოს _ ,,სნო” და მუდამ ხელისუფლების მოციცინეებს – ღვინო, ვითომ ამით უფრო მეტს დაკარგავდა საქართველოს სახელმწიფო?!”, – წერს ნინო მეტრეველი.

  •  

დატოვეთ თქვენი კომენტარი