ნინო ნადირაძე: ,,პაატა სალიასთან 15 წელია ვმეგობრობ, კრისტალურად სუფთა, ერთგული ადამიანია”

ნინო ნადირაძე: ,,პაატა სალიასთან 15 წელია ვმეგობრობ, კრისტალურად სუფთა, ერთგული ადამიანია"ქიბარ ხალვაშმა ,,რუსთავი 2“-ის დირექტორად პაატა სალია დანიშნა. ამ ფაქტს პლასტიკური ქირურგის, გუგა კუზანოვის ცოლი, ექიმი-კარდიოლოგი ნინო ნადირაძე ასე ეხმაურება:

,,15 წელია ვიცნობ და ვმეგობრობ პაატასთან, პროფესიულ ურთიერთობებს თუ არ ჩავთვლით. იცით, არც არავის ქება მჩვევია და არც ვაზელინობა, ერთ ფაქტსაც ვერ დამიდებთ! ეს არის კრისტალურად სუფთა, იშვიათი ერთგულების, თავმდაბალი, ჭიანჭველასავით მუშა, თბილი ადამიანი და თავისი საქმის უბადლო პროფესიონალი, რომელმაც ნულიდან არა, მინუსებიდან დაიწყო თავისი ცხოვრება (აფხაზეთიდან ლტოლვილობიდან) და მე მისი არც ერთი უწესო ნაბიჯი არ მინახავს ამ ხნის მანძილზე.

ეს იმიტომ დავწერე, რომ წარმომიდგენია, რას არ დააბრალებენ ახლა მას! თუმცა ჩემი დაცვა არ სჭირდება, მას საუკეთესო ადვოკატი ჰყავს – თავისივე წარსული”.