ნინო ჯღარკავა: ,,გაწმინდეთ რუსთაველი! მთავარ პროსპექტს ძონძების გამოსაფენად რომ აქცევ, არ იმსახურებ მომავალს”

ნინო ჯღარკავა: ,,გაწმინდეთ რუსთაველი! მთავარ პროსპექტს ძონძების გამოსაფენად რომ აქცევ, არ იმსახურებ მომავალს"ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა ფეისბუქში რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ახალგაზრდებს მიმართავს:

,,გიზო ნიშნიანიძე წერდა, თბილისელი ისაა, ვისაც თბილისის ხსენებაზე მაჯა უჩქარდებაო. ჰოდა, თქვე პეროგარჭობილებო, ვინც რუსთაველი ახლა ბაზრად აქციეთ, არც მშობლები გყავთ, არც პატრონი და არც გამზრდელი? შენი ქალაქია, ჩემი ქალაქია, მთავარ პროსპექტს რომ შენი ძონძების გამოსაფენად აქცევ, შენ არც იმსახურებ მომავალს.

გუბიდან ამოყვანილი ბაყაყი გინდა, ხალიჩაზე დასვი, გინდა, ოქროს ტახტზე, მაინც იყიყინებს! ჰოდა, ჯაან მშობლებო, აქციაზე მდგარი  შვილებით რომ ამაყობთ, ჯერ საკუთარი ქვეყნის პატივისცემა გესწავლებინათ, მაგრამ ,,არტერია არტილერიიის კარდონ მუყაოს” ვერ გამრჩევებმა, რა უნდა ასწავლონ შვილებს!

გაწმინდეთ რუსთაველი, ენა რომ ჰქონდეს მაგ უბედურ პროსპექტს,  ამოგიტრიალებდათ წინაპრებს!”.