ნინო ჯანგირაშვილი ბახტაძეზე: ,,ამ დებილ ბავშვს აუხსენით…”

ნინო ჯანგირაშვილი ბახტაძეზე: ,,ამ დებილ ბავშვს აუხსენით..."ტელეკომპანია ,,კავკასიის” გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქში პრემიერ მამუკა ბახტაძეზე წერს:

,,ამ დებილ ბავშვს აუხსენით, რომ წლების მანძილზე თბილისში ათასობითკაციანი აქციები მიდიოდა, თვეობით საკნები იყო დაყუდებული ქუჩაში და ლარი მაინც შესანიშნავად გრძნობდა თავს. ამას ვინც ეს მესიჯი გააზეპირებინა, ის საერთოდ ოროსანია, თვეზე მეტია, ამაზე უკეთესი რომ ვერაფერი მოიფიქრა”.

სეგახსნებთ, რომ პრემიერმინისტრი ლარის გაუფასურებას და  რუსული ტურისტული ემბარგოთი გამოწვეულ მდგომარეობას, 20 ივნისსა და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს.

-ამ ავანტიურისტებმა შეეცადეს, რომ ეს გულწრფელი პროტესტი გამოეყენებინათ თავიანთი ბინძური პოლიტიკური მიზნებისათვის და მიიტანეს შეტევა საქართველოს კონსტიტუციაზე. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკის განვითარებაზე, საბაზრო ეკონომიკის მდგრადობაზე მარტივი კითხვა ხომ უნდა დავსვათ, „რას ეფუძნება მდგრადი განვითარება ეკონომიკის?“. ეს ეფუძნება სტაბილურობას და პროგნოზირებად გარემოს და პროგნოზირებადი თამაშის წესებს.

ის ნეგატიური ტალღა, რაც ამ ავანტიურისტებმა შექმნეს, ეს ეკონომიკას ეხმარება, თუ პირიქით აფერხებს? აი, ეს კითხვა შეგიძლიათ დაუსვათ იმ ექსპერტებს, რომლებიც ზოგადად ამ კითხვას სვამენ, – განაცხადა ბახტაძემ.