ნინი ქარსელაძე: ,,მა, მაპატიე, რომ შენი ყველაზე დიდი სურვილის ასრულება ვერ მოვასწარი”

ნინი ქარსელაძე: ,,მა, მაპატიე, რომ შენი ყველაზე დიდი სურვილის ასრულება ვერ მოვასწარი"მომღერალ ნინი ქარსელაძეს რამდენიმე დღის სინ მამა გარდაეცვალა. მას და თეკუჩა ქარსელაძეს განსაკუთრებული მამაშვილობა ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ ნინის მშობლები გაშორებულები იყვნენ, მათ ერთმანეთთან საუკეთესო ურთიერთობა შეინარჩუნეს.

,,აი, ასე… გამომეცალა ყველაზე დიდი ძალა… ჩემი ,,აპორა”.
წარმოდგენა არ მაქვს, უშენოდ რა უნდა ვქნა. ჩემო სიცოცხლე და სიყვარულო.
თურმე რამდენი რამ არ მცოდნია შენს შესახებ და ამ 4 დღეში იმდენი გავიგე, მოვისმინე…
დარწმუნებული ვარ იმ გზასაც, რომელიც ახლა გაქვს გასავლელი, ისე ვაჟკაცურად გაივლი, როგორც აქ გაირე და დატოვე უსაზღვრო სიყვარული.
წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უნდა ვიცხოვრო შენ გარეშე. არც ის ვიცი, რა დავწერო… შენნაირები ნამდვილად აღარ იბადებიან…
მადლობა სიყვარულისთვის და ყველაზე დიდი მადლობა იმისთვის, რომ ასე ამაყად მატარე 28 წელი… მა, დარწმუნებული ვარ, ოდესმე შევხვდებით და მოგიყვები უშენოდ გატარებულ ყველა წამს და წუთს…
მაპატიე, რომ შენი ყველაზე დიდი სურვილის ასრულება ვერ მოვასწარი”, – ასე გამოემშვიდობა ნინი თავის საყვარელ ადამიანს.

მომღერალი თავის ოჯახურ ურთიერთობებზე ყოველთვის გულახდილად საუბრობს ხოლმე.

-ზუ­რამ და ხა­თუ­ნამ რომ იქორ­წი­ნეს, მამა მა­შინ ცი­ხე­ში იჯდა, იქი­დან და­უ­რე­კა დე­დას და ასე­თი რამ უთხრა: დემი მური რომ თხოვ­დე­ბო­და, ყო­ფილ­მა ქმარ­მა, ბრუს უი­ლის­მა და­უ­რე­კა და უთხრა, თუ გინ­და, მეჯ­ვა­რედ წა­მოგ­ყვე­ბიო და შენც თუ გინ­და, მეჯ­ვა­რედ წა­მოგ­ყვე­ბიო.

ხა­თუ­ნამ კი, კაი რა, თე­კუ­ჩა, ნუ ბო­დავ რა­ღა­ცებ­სო და ტე­ლე­ფო­ნი გა­უ­თი­შა. მა­მა­ჩე­მი ზუ­რას სი­ძეს ეძა­ხის.

სა­ო­ცა­რი ის­ტო­რია გვაქვს ოჯახ­ში. ბე­ბი­ა­ჩე­მი, მა­მა­ჩე­მის დე­დაც მო­დის ჩვენ­თან სტუმ­რად და ამა­ში არა­ფე­რი პრობ­ლე­მა არ არის. პი­რი­ქით, ყვე­ლა თბი­ლად და ტკბი­ლად იღებს.

მა­მა­ჩე­მი ძა­ლი­ან ,,ლა­ი­თი” ადა­მი­ა­ნია. ყვე­ლა­ფერ­ზე დამ­ყო­ლია. ხა­თუ­ნამ ბევ­რი ხვეწ­ნა-მუ­და­რის მი­უ­ხე­და­ვად, ზურა ვერ და­ი­ყო­ლია, რომ ანას­ტა­სი­ას (ნი­ნის და) პას­პორ­ტით ორი გვა­რი ჰქო­ნო­და, ხა­ჩი­ძე-ჟორ­და­ნია. მა­მა­ჩე­მი კი და­ი­ყო­ლია და მე ქარ­სე­ლა­ძე-ჟორ­და­ნია ვარ.

ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს მა­მას­თან. სა­ერ­თოდ, რაც წლე­ბი გა­დის, უფრო ვხვდე­ბი დე­დის და მა­მის ფასს. ბავ­შვო­ბა­ში ასე ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი.

შე­იძ­ლე­ბა ხმა­მა­ღა­ლი ნათ­ქვა­მია, მაგ­რამ ვა­მა­ყობ, რომ ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ას და თე­კუ­ჩა ქარ­სე­ლა­ძის შვი­ლი ვარ. სა­დაც უნდა ვიყო, წინ მხვდე­ბა, ეს თე­კუ­ჩას შვი­ლია, ხა­თუ­ნას შვი­ლი­აო, – ყვებოდა ნინი ქარ­სე­ლა­ძე.