,,ყველა თქვენი სიტყვა, საქციელი და ქმედება არის პირდაპირი მინიშნება, თუ როგორ გძულთ ქართველი ხალხი და ჩვენი ქვეყანა!!! და როგორ მზად ხართ ყველაფრისთვის, რათა ისევ დაიბრუნოთ ძალაუფლება!!! თქვენი ყველა ქმედება არის უზნეო, ამორალური და ანტისახელმწიფოებრივი!!!! ძალიან გახვედით თავს!!! დაუკრეფავში გადახვედით!”, – ასე ეხმაურება მომღერალი ნინი ქარსელაძე გიორგი გაბუნიას, რომელმაც ,,რუსთავი 2″-ის ეთერში პუტინს აგინა.
,,გარდაცვლილი მშობლების საფლავის ხსენება მხოლოდ შენნაირ მშიშარა და კაცის არამსგავსს შეუძლია! გაბუნია, შენ ვინ მოგცა ამდენის უფლება?! როგორ ბედავ ამხელა პასუხისმგებლობის აღებას შენს უტვინო თავზე? რამე რომ მოხდეს, პირველს შენ გნახავ გაქცეულს კურდღელივით! კეთილი ინებეთ, გამობრძანდით და მთელმა კოლექტივმა საქართველოს მოსახლეობას მოგვიხადეთ ბოდიში, ამ ქვეყნისთვის საშიში და უპასუხისმგებლო (თანაც ძალიან უნიჭოდ დაწერილი) სპიჩისთვის.
P.S. ზუსტად ამიტომ ვერ მობრუნდებით, რომ ასეთი ამორალური, კაცთმოძულე და უზნეო ხალხი ხართ!”.

