ნიკა გვარამია: ,,ეს საჯარო სიკვდილია და აწი გინდ გადადგეს, გინდ გადმოდგეს”

ნიკა გვარამია: ,,ეს საჯარო სიკვდილია და აწი გინდ გადადგეს, გინდ გადმოდგეს",,რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში გახარიაზე წერს, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია დიდი ხანია გადააყენა ერმა და ის უკვე ფოლკლორის გმირია.

,,ბავშვები თამაშობდნენ ეზოს სტადიონზე 12-13 წლისები, ერთმანეთს ,,გახარიათი” ლანძღავდნენ”, – დაწერა გიგა ნასარიძემ.

ასეა, გახარია დიდი ხანია გადააყენა ერმა. ის უკვე ფოლკლორის გმირია – ბოროტი, საძაგელი და სისხლიანი. სხვადასხვა საძულველ სახელებს არქმევენ: თვალთხარია, არგახარია… ბავშვებსაც შეაშინებენ ძილის წინ, აქამდეც მივალთ.

ასეთი არასდროს არ დამართნია არც ერთ ადამიანს (არა მხოლოდ პოლიტიკოსს, ზოგადად არავის) დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ამაზე მძიმე განაჩენი არავისთვის არ გამოუტანიათ ქართველებს.

,,როცა ბავშვებს ხვდება ტყვია, გახარიას უხარია”, – ესაა ამ განაჩენის შინაარსი, ლექსად დაწერილი და კარგ და სუპერთანამედროვე მუსიკაზე დადებული. ამ განაჩენს უკვე ხალხი ღიღინებს ქუჩაში, სახლში, ოფისში, აბაზანაში. ეს უკვე ფოლკლორს გაცდენაა და იმას ნიშნავს, რომ ხელოვნებამ (და მწერლობაც მალე) აიტაცა და ბოროტების პარადიგმას ძერწავს ამ პერსონაჟისგან.

ეს საჯარო სიკვდილია და აწი გინდ გადადგეს და გინდ გადმოდგეს, ვეღარ გაცოცხლდება და უკვე მითოლოგიური მასშტაბის სიძულვილს ვერ ჩამოირეცხავს. ის ყოველთვის გამოიწვევს ძალადობის და სისხლის ალუზიებს, მისი სიმბოლო ყოველთვის იქნება ამოთხრილი თვალი – საზარელი ძალადობის ხატად უკვე ფოლკლორშიც და თანამედროვე ხელოვნებაშიც დალექილი.

ეს ამბავი უკვე დასრულებული და შემდგარია. არაფერი აღარ შეცვლის. ფოლკლორიდან ვერაფერს ვერ ამოშლი, თეორიულად შეუძლებელია. არც ხელნაწერები (ხელოვნება, მწერლობა), როგორც ცნობილია, არ იწვის. ფოლკლორული ანტიგმირები სამუდამოდ რჩებიან ერის ისტორიულ მეხსიერებაში. ისტორია დასრულდა”, – წერს გვარამია.