მოტეხა თუ არა ხელი სააკაშვილმა ასაკოვან ქალს – ,,ასე მუშაობს ბანდიტური პროპაგანდა”

მოტეხა თუ არა ხელი სააკაშვილმა ასაკოვან ქალს - ,,ასე მუშაობს ბანდიტური პროპაგანდა"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ოდე­სა­ში პენ­სი­ო­ნერ ქალს ხელი მოს­ტე­ხა, ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნუ­ლი პორ­ტა­ლი წერს.

სა­ა­კაშ­ვი­ლი მომ­ხრე­ებ­თან ერ­თად სა­სა­მარ­თლო­ში მი­ვი­და, სა­დაც „კრა­ი­ა­ნის საქ­მე“ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და – ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი აპ­რო­ტეს­ტებს სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ქა­ლა­ქის მერს, გე­ნა­დი ტრუ­ხა­ნოვს ბრალ­დე­ბე­ბი მო­ეხ­სნას. ტრუ­ხა­ნოვს ყო­ფი­ლი ქარ­ხნის, „კრა­ი­ა­ნის“ უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა ედე­ბა ბრა­ლად.

სა­ა­კაშ­ვილ­მა მომ­ხრე­ებ­თან ერ­თად სა­სა­მარ­თლოს პი­კე­ტი­რე­ბა სცა­და, რა­საც ხმა­უ­რი მოჰ­ყვა, ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის დროს, რო­გორც პორტალი წერს, სა­ა­კაშ­ვილ­მა ასა­კო­ვან ქალს და­არ­ტყა და ხელი მოს­ტე­ხა.

და­შა­ვე­ბუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მომ­ხდარს „ფე­ის­ბუქ­ზე“ ეხ­მი­ა­ნე­ბა :

„ეს ქალი სა­სა­მარ­თლოს შე­ნო­ბი­დან გა­მოგ­ვე­კი­და, ყვი­რო­და ტრუ­ხა­ნო­ვის მხარ­დამ­ჭერ ლო­ზუნ­გებს და მო­ი­თხოვ­და, დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა ოდე­სა. ამას­თან, ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლად იქ­ნევ­და ორი­ვე ხელს, რომ­ლე­ბიც მო­ტე­ხილს სრუ­ლე­ბით არ ჰგავ­და. აი, ასე პრი­მი­ტი­უ­ლად მუ­შა­ობს ბან­დი­ტუ­რი პრო­პა­გან­და“.

დატოვეთ თქვენი კომენტარი