,,მეორად დივანში 580 ევრო ვიპოვე, ხალხო!”

,,მეორად დივანში 580 ევრო ვიპოვე, ხალხო!"ფეისბუქმომხმარებელი წერს იმ მოულოდნელ სიურპრიზზე, რომელიც ახალნაყიდ დივანში აღმოჩინა.
,,დიდი ხანი მინდოდა დივნის ყიდვა, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო ვერ შევძელი. სამსახური გამომიჩნდა და როგორც კი თანხა მოვიგდე ხელთ,  ფეისბუქზე პოსტიც შემხვდა გერმანულ ავეჯთან დაკავშირებით, თან საკმაოდ იაფიც იყო (მხოლოდ 350 ლარი გადავიხადე ფასდაკლებით), გამახსენდა, რომ გერმანელები ხარისხში მაგრები არიან და დიდ ყურადღებასაც აქცევენ, ვიზუალითაც შესანიშნავი იყო…

მოკლედ, გადავწყვიტე, მენახა ეს დივანი. წავედი მაღაზიაში. სიმართლე რომ გითხრათ, შესვლისთანავე სხვა დივანი უფრო მომეწონა, მაგრამ თანხა არ მყოფნიდა, ჰოდა არჩევანი მაინც ამ დივანზე შევაჩერე. სახლში კმაყოფილი დავბრუნდი, ავიტანე და 2 საათი ყველანაირ პოზაში დავჯექი, თავდაყირაც კი.

ერთი ადგილი იყო კუთხეში ამობერილივით, მაგრამ გავატარე, მაინც მეორადია-მეთქი, ვიფიქრე. საღამოს გულმა ვეღარ მომითმინა და პატარაზე  შევხსენი ნაკერი, ძალიან დამაინტერესდა რა იყო ეს ჯგრო.

გავხსენი და გაოგნებული დავრჩი, ერთი მახსოვს, ხმამაღლა შემოვკივლე და გავშეშდი. უცებ ბალიში მთლიანად გავარღვიე და რას ვხედავ – ევროებია დივანში. 580 ევრო ვიპოვე, ხალხო. ტახტი ხომ ტაახტად შემრჩა და პლუს 580 ევრო… აი, რა ვიცი, სიტყვებს ვერ ვპოულობ, აღფრთოვანებული, გაოგნებული ვარ, ყველანაირი სასიამოვნო გრძნობა მაქვს სხეულსა და სულში… ასეთი საჩუქარი არასოდეს არავის გაუკეთებია.

მინდა, მადლობა გადავუხადო იმ გერმანელს, რომელმაც ფული დივანში შეინახა და სავარაუდოდ გადაავიწყდა”, – წერს ფეისბუქმომხმარებელი.