მარიამ გეგუჩაძე: ,,ბოდიშს გიხდით, რომ მოსკოვებში და ხარკოვებში არ მქონია სწავლის სურვილი”

მარიამ გეგუჩაძე: ,,ბოდიშს გიხდით, რომ მოსკოვებში და ხარკოვებში არ მქონია სწავლის სურვილი" ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი მარიამ გეგუჩაძე კრიტიკოსებს სოციალური ქსელით პასუხობს:

,,ვთქვი, რომ 90-იანები არ მომწონს და გაბრაზდნენ ვიღაცები. ამიტომ მიზეზები უნდა განვმარტო.

1. 90-იან წლებში ერთმანეთს კლავდნენ
2. იყო სამოქალაქო ომი
3. იყო შიმშილი
4. უბნების დაპირისპირება
5. დავკარგეთ აფხაზეთი
6. ქურდები უფროსობდნენ სახელმწიფოზე
7. იყო ყაჩაღობა
8. ნარკოტიკები
9. შუქი არ იყო
10. წყალი არ იყო
11. იყო ,,გაი” და მილიცია
12. არ იყო სწავლის შანსი.

უკაცრავად, რომ უკან არ მინდა და არ მესმის, როცა მისტირით წარსულს.

პარიზში სწავლაზე აღშფოთებულ საზოგადოებას მინდა გითხრათ, რომ მანამდე ამერიკაშიც ვსწავლობდი. იქ 50%-იანი დაფინანსება მქონდა და ახლა 80%-ით ვფინანსდები. ბოდიშს გიხდით, რომ მოსკოვებში და ხარკოვებში არ მქონია სწავლის სურვილი. ამიტომაც ვერ ვუგებთ ერთმანეთს”.