მამუკა ღლონტი: ,,რ2-ის ჟურნალისტებმა არხი უნდა დატოვონ და ერთბაშად წავიდნენ”

მამუკა ღლონტი: ,,რ2-ის ჟურნალისტებმა არხი უნდა დატოვონ და ერთბაშად წავიდნენ"ტელეკომპანია ,,მაესტოროს” ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა ღლონტი წერს, რომ ქიბარ ხალვაშს უფლება აქვს, ჟურნალისტები დაითხოვოს ,,რუსთავი 2″-დან.

,,იმ შემთხვევაში თუ ჩვენთვის მისაღებია და საოცნებო ევროპული ღირებულებები, თუ ვაღიარებთ მათ შორის ერთ ყველაზე მთავარს – საკუთრების უფლებას და ხელშეუხებლობას, თუ ვემორჩილებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და ვაღიარებთ, რომ რ2 ხალვაშის საკუთრებაა, ამ უკანასკნელმა რომ კანონის დაცვით დაითხოვოს თანამშრომლები, შეცვალოს სარედაქციო პოლიტიკა და ა.შ. რატომ იქნება ეს ვინმესთვის გასაკვირი და მიუღებელი?

მოგვწონს თუ არა, რატომ უნდა მივუთითოთ მფლობელს, მოექცეს საკუთრებას ისე, როგორც ეს თუნდაც საზოგადოების პროგრესულ ნაწილს სურს?
აქედან გამომდინარე, თუ რ2-ის ჟურნალისტებს სურთ ახალი არხის შექმნა, მათ უნდა დატოვონ ეს არხი და ერთბაშად წავიდნენ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ დარჩებიან და მათ სამსახურიდან კანონის სრული დაცვით დაითხოვენ, პრეტენზიის გამოთქმა სწორედ იმ ევროპულ ღირებულებებთან მოვა წინააღმდეგობებში, რომლისკენაც მივისწრაფით.
P.S. მე წავაგე და წავედი”, – დაწერა მამუკა ღლონტმა.