მაია ასათიანი: ,,მე ვარ მუდმივად სიკვდილში” – ტელეწამყვანი კრიტიკოსებისთვის მიმართვას ავრცელებს

მაია ასათიანი: ,,მე ვარ მუდმივად სიკვდილში" - ტელეწამყვანი კრიტიკოსებისთვის მიმართვას ავრცელებსტელეწამყვანმა მაია ასათიანმა სოციალურ ქსელში წითელ საცურაო კოსტიუმში
გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, რასაც კრიტიკაც მოჰყვა. ტელეწამყვანმა ინსტაგრამით ვიდეო-მიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს:

„ყველას მინდა გითხრათ დიდი მადლობა, რადგან თითოეული თქვენი კარგი სიტყვა, რა მდგომარეობაშიც მე ვარ, მნიშვნელოვანია. სულ ვაძლევ საკუთარ თავს პირობას, რომ უარყოფით დამოკიდებულებაზე აღარ მექნება რეაქცია. მაგრამ მაინც ძალიან მოქმედებს ეს ჩემზე.

მაპატიეთ, იმ ადამიანებს მივმართავ, ვისაც ახსნა სჭირდება, რას ნიშნავს ქალისთვის, ერთადერთი შვილი რომ უკვდება. ეს არ არის სიცოცხლე, მე ვარ მუდმივად სიკვდილში და მუდმივად ვებრძვი ამას.

თქვენ მინდა გითხრათ – ქალებს და დედებს, რომლებიც მლანძღავთ, რომ ზაფხულში საცურაო აუზზე მაცვია წითელი, მე ვარ ცოცხალი, ვაგრძელებ ცხოვრებას, რომელიც ცოცხალი არ არის. ყოველ წამს ვიხედები გვერდით, რადგან მგონია, ჩემი შვილი აქ არის.

მადლობა ყველას ვინც გვერდით მიდგას, უცნობებს და ნაცნობებს. რატომ მჭირდება, აგიხსნათ, რომ ცუდად ვარ, არ ვიცი. მინდა, იცოდეთ, ყოველთვის კარგად არ ვარ. კარგად ყოფნა ჩემნაირი ქალისთვის შეუძლებელია. რა გითხრათ, აბა?

გათენება და დაღამება შვილმკვდარი ქალისთვის არის კოშმარი. მე ვცდილობ, ეს კოშმარი ჩემთვის გაძლებადი იყოს და ვაკეთებ იმას, რაც მე და ჩემს შვილს ძალიან გვიყვარდა – ვცურავ.

გაგიკვირდებათ და, 21-ე საუკუნეში ცურვა საცურაო კოსტიუმით არის შესაძლებელი. ღმერთმა არავის მოუვლინოს ეს სასჯელი, ყველას თავისი ჯვარი აქვს.