ლალი მოროშკინა: ,,სიღნაღის კედელი ვაჭამო ტურისტებს?!”

ლალი მოროშკინა: ,,სიღნაღის კედელი ვაჭამო ტურისტებს?!"ყოფილი ჟურნალისტი ლალი მოროშკინა, რომელსაც სიღნაღში სასტუმრო აქვს, ფეისბუქში წერს, რომ საფრანგეთიდან ტურისტები ჩამოიყვანა, მაგრამ მათ უკვე 16 საათია წყალი არ აქვთ.

,,ახლა კარგად მომისმინეთ!
შევაწუხე ყველა ჩემი ნათესავი და მეგობარი საფრანგეთში!
გადავადებინე შვებულებები ბალიზე და სეიშელებზე, დავუჩოქე და ვუთხარი, რუსეთი ეკონომიკურ სანქციებს გვიწესებს და სოლიდარობის ამბავში გვერდზე დაგვიდექით-თქო!
გუშინ ჩამოვიდნენ პატარა ბავშვებით, მშობლებით, ბევრი ბარგით…
დავხვდი აეროპორტში მანქანებით, წამოვიყვანე სიღნაღში და ფაფუ…
არც შუქი, არც წყალი უკვე 16 საათია!
ასე ხდება მინიმუმ დღეგამოშვებით 2-3 საათით!
რა ვქნათ? კულტურული ძეგლები და სიღნაღის კედელი ვაჭამო?”.