ხათუნა ხოფერია: ,,ეე, ჯანზე ხართ?! რატომ დააკავეთ ჩემი 8 წლის შვილიშვილი!”

ხათუნა ხოფერია: ,,ეე, ჯანზე ხართ?! რატომ დააკავეთ ჩემი 8 წლის შვილიშვილი!"ცოტა ხნის წინ მომღერალი თიკა ჯამბურია და დედამისი დააკავეს. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ თიკას შვილი, 8 წლის ნინა პატრულის მანქანაში ატირებული და შეშინებული ზის (ვიდეო).

თიკას ყოფილი დედამთილი, ნინას ბებია, ხათუნა ხოფერია ფეისბუქში წერს:

,,ჩემი 8 წლის შვილიშვლი რატომ ზის პატრულის მანქანაში?! 20 წუთის წინ მივუყვანე ბავშვი თიკას… ეს ყველაფერი ხდება თიკას სახლის სადარბაზოსთან, რომელიც გადათხრილია და სადაც ,,თბილისი პანორამას” შენობა შენდება…
ეს რა უბედურება?! ეეეეეეეეეეე… თქვენ ჯანზე თუ ხართ?!
რატომ დააკავეს 8 წლის ნინა?!”.