სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ფოტოს აქვეყნებს და ამტკიცებს, რომ ბახმაროში შეძენილ პურში თაგვის ფეკალია აღმოაჩინა. მომხმარებელი ქარხნისა და იქ დამზადებული პურის შემოწმებას ითხოვს.
„ისეთ საშინელ მდგომარეობაში ვარ, სიტყვებს ვერ ვუყრი თავს, როგორ დავწერო. ბახმაროში ვასვენებ ბავშვებს. დღეს ვიყიდეთ პური. გავხსენი. რაღაცნაირად ვიყავი, ადრე სიუჟეტი ვნახე სახალხო კონტროლის ერთ-ერთ პურის საცხობზე სამტრედიაში – თუ სწორად მახსოვს. საშინელება ხდებოდა. ჰოდა, გავხსენი ეს პური და პირველივე ნაჭერში დავინახე რაღაც შავი.
ღმერთო, გული მიმდის, რომ მახსენდება, ხალხო, თაგვის ცურცლები იყო პურში. გჯერათ?! არ ვიცი, რა უნდა მოიმოქმედო ასეთ შემთხვევაში, წარმოდგენაც კი რთულია, როგორ შეიძლება საკვებში ასეთი რაღაც იყოს. რა არაადამიანი უნდა იყო, ხალხს ასე წირავდე, ღმერთო.
კიდევ კარგი, შევამოწმე და ბავშვებმა არ ჭამეს. ვის მივმართო, რომ შეამოწმონ ეს ქარხანა თუ რა ჯანდაბაცა?“ – წერს მომხმარებელი
პრაიმტაიმი