ჯაბა ბოჯგუას ბებიას მანქანა დაეჯახა და გარდაიცვალა, ის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო

ჯაბა ბოჯგუას ბებიას მანქანა დაეჯახა და გარდაიცვალა, ის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყოსოციალური ქსელის მომხმარებელი ნინი მთვარაძე წერს, რომ კომაში მყოფ მომღერალ ჯაბა ბოჯგუას ერთადერთი მარჩენალი ბებია გარდაეცვალა, რომელიც მოწყალებას თხოულობდა.

მთვარაძე მოქალაქეებს ჯაბასა და მისი დედის გადასარჩენად თუნდაც მიზერული თანხით დახმარებას სთხოვს.

,,მოკლედ, თქვენ კი ახლა ,,სხვა გონკებში ხართ”, მაგრამ ოდესღაც, როცა გადაფასების დრო მოვა მეც და თქვენც (ზოგი უფრო ადრე და ზოგი უფრო გვიან) მივხვდებით – უბრალოდ მეტი სიკეთე უნდა გვეკეთებინა და ერთმანეთის მეტი სიყვარული გვქონოდა, სხვა არაფერი.

მაგ დროს აღარც ეს მსუბუქად რომ ვთქვა “მოხერხებული ბიჭი” გაგვახსენდება, არც “თბილისი პრაიდის” 2 კაცი, არც, კიდევ მსუბუქად ვიტყვი, შერყეული ვასაძე და კიდევ ბევრი არც. ჰოდა, რისი თქმა მინდა, დღეს ჯაბა ბოჯგუას გარდაეცვალა ბებია, რომელიც ერთადერთი მარჩენალი ყოფილა ოჯახის და იმ სარჩოსაც მოწყალების თხოვნით შოულობდა, თურმე.

ამას ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა, მთავარი საზრუნავი ის არის, რომ გმირი დედა, რომელიც 10 წელზე მეტია ჩავარდნილ, კომაში მყოფ შვილს უვლის,  ჰაერში აღმოჩნდა.

მე კარგად ვიცი, რა არის შვილის დარდი და რა ტკივილია ეს. ისიც ზუსტად ვიცი, თუ რას ნიშნავს, როცა მისი 1 წამით დატოვებაც კი არ შეგიძლია. აი, ამ ყველაფერს დამატებული უსახარობა – ალბათ სიკვდილის ტოლფასია.

ნუ გავიმეტებთ ამ ადამიანებს კიდევ უფრო მეტი ტანჯვისთვის, რა. ეყოთ. ბევრჯერ გვინანია, მაგრამ გვიანი ყოფილა და იგივე რომ არ დაგვემართოს, ვისაც სურვილი გექნებათ, ყოველთვიურად სულ რომ მიზერული თანხა გადავდოთ, ჯაბას და მის დედას გადავარჩენთ. ჩვენთვის სულ ცოტა ამ ადამიანებისთვის ძალიან ბევრი იქნება. თქვენი იმედი მაქვს, მე მარტო ვერაფერს ვიზამ.

GE26TB7447145061600017 ჯაბას დედის ანგარიშის ნომერია.

0901 700 039 – დარეკვითაც შეგვიძლია”.

გავრცელებული ინფორმაციით, მომ­ღე­რალ ჯაბა ბოჯ­გუ­ას ბე­ბია, რო­მე­ლიც ოჯა­ხის ერ­თა­დერ­თი მარ­ჩე­ნა­ლი იყო, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით სა­ა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

83 წლის მო­ხუცს ავ­ტო­მან­ქა­ნა მუ­ხი­ან­ში და­ე­ჯა­ხა, როცა მო­ხუ­ცი გა­და­სას­ვლელ­ზე გა­და­დი­ო­და. ქალი მძი­მედ და­შავ­და. მი­ღე­ბუ­ლი ტრავ­მე­ბი ძა­ლი­ან მძი­მე იყო და მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.