ირმა ინაშვილმა ინგა გრიგოლიას გინებისთვის ხაშურელი დეპუტატი სიმონიშვილი პარტიიდან გარიცხა

ირმა ინაშვილმა ინგა გრიგოლიას გინებისთვის ხაშურელი დეპუტატი სიმონიშვილი პარტიიდან გარიცხახაშურის საკრებულოს წევრმა  ,,პატრიოტთა ალიანსიდან” ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას შეურაცხყოფა მიაყენა. სოციალურ ქსელში ჟურნალისტი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია. ამის გამო ალექსანდრე სიმონიშვილს პარტია დაატოვებინეს.
,,ირმა ინაშვილის და ,,პატრიოტთა ალიანსის” სწორი პოზიცია. ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრების მაგალითი. ამას ვითხოვთ”, – დაწერა ინგა გრიგოლიამ და ირმა ინაშვილის საჯარო პოსტი გამოაქვეყნა.
,,ვინაიდან ბატონ ალექსანდრეს ვესაუბრეთ და მან კარგად იცის ჩვენი პოზიციის შესახებ, შემიძლია უკვე საჯაროდ დავწერო პარტიის გადაწყვეტილების თაობაზე. ასეთ ვითარებაში, როგორც წესი, საჭიროა ბოდიშის მოხდა. როცა საქმე ეხება პირად შეურაცხყოფას.
ვინაიდან ბატონ ალექსანდრეს შექმნილ ვითარებაზე მისი სუბიექტური წარმოდგენა აქვს და ეს წარმოდგენა ეწინააღმდეგება პარტიის პოზიციას და ჩემი, როგორც ქალი პოლიტიკოსის პოზიციას, მივიღეთ გადაწყვეტილება, ბატონმა ალექსანდრემ დატოვოს პარტია და თავისუფალი მოქალაქის რანგში გააგრძელოს კომენტირება. პარასკვეს შეიკრიბება პარტიის პოლიტსაბჭო და ამ გადაწყვეტილებას ოფიციალური ფორმა მიეცემა. გმადლობთ”, – წერს ირმა ინაშვილი.