ირაკლი ოქრუაშვილი: ,,მეგონა, ივანიშვილს ჭკუა დღეგამოშვებით ჰქონდა, თურმე სულ არ ჰქონია”

ირაკლი ოქრუაშვილი: ,,მეგონა, ივანიშვილს ჭკუა დღეგამოშვებით ჰქონდა, თურმე სულ არ ჰქონია",,მეგონა, ივანიშვილს თავში ჭკუა დღეგამოშვებით ჰქონდა, შევცდი, თურმე სულ არ ჰქონია”, – წერს გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი.

,,როგორც იქნა, ინტუიციამ პირველად მიღალატა. 7 წლის განმავლობაში სულ მეგონა, რომ ივანიშვილს თავში ჭკუა დღეგამოშვებით ჰქონდა. შევცდი, თურმე სულ არ ჰქონია. სანამ დავბრუნდები, კარგად ჩამოყალიბდით, მოწმედ უნდა გავატაროთ, ბრალს წაგვიყენებთ თუ დაელოდებით, შუშის სასახლეში როდის შევარდებით. 19-ში მაქვს უკანა ბილეთი, შემიძლია უფრო ახლოს გადმოვცვალო. 28-ში ოფიციალური წერილით მოგმართეთ (შსს-ს), თუ რამე გინდათ, გამაგებინეთ, თუ არა – 2-ში საქმეზე მივდივარ-მეთქი. თუ რამე გინდოდათ, მინიმუმ მომწერდით, მაქსიმუმ – საზღვარზე არ გამატარებდით, მაგრამ ბიძინას ხომ გადაწყვეტილების მისაღები ერთი ადგილი არა აქვს. აბა, შენ იცი, 19-მდე გრიგოლიჩ. მანამდე არ მოიწყინო უჩემოდ. თუ მანამდე სხვების დაჭერას გადაწყვეტ, მეორე დღესვე მანდ ვარ”.