ირაკლი ღარიბაშვილი: ,,მინდოდა, იმ ღამესვე დაეკავებინათ ყველა”

ირაკლი ღარიბაშვილი: ,,მინდოდა, იმ ღამესვე დაეკავებინათ ყველა",,მინდოდა, იმ ღამესვე დაეკავებინათ ყველა, ვინც მონაწილეობდა იმ პროვოკაციაში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

,,ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა TV პირველის ეთერში გავრილოვის ღამეზე ისაუბრა და თქვა, რომ ,,ნაცმოძრაობა” ჩამოყალბდა ძალიან საშიშ ორგანიზაციად, ეს არის რადიკალური, ტერორიზმისკენ გადახრილი ორგანიზაცია ძალიან საშიში გამოვლინებებით.

-ნაცმოძრაობა ჩამოყალბდა ძალიან საშიშ ორგანიზაციად, ეს არის რადიკალური, ტერორიზმისკენ გადახრილი ორგანიზაცია ძალიან საშიში გამოვლინებებით. სახელმწიფო ვერ და არ დაუშვებდა ვერანაირ პრეცედენტს. ყველა ის პირი, ვინც ამ ძალიან საშიშ პროვოკაციაში მონაწილეობდა სახელმწიფოს წინააღმდეგ, უნდა იყოს უმკაცრესად დასჯილი. მე ამის მომხრე ვარ. მე მომხრე ვიყავი და ვარ, იმავე ღამეს მომხდარიყო ყველას დაკავება, ვინც მონაწილეობდა იმ ბინძურ პროვოკაციაში, მათ შორის იმ აგრესიული 200 თუ 300 ადამიანის, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პირველი რადიო