ინტერნეტში ე.წ. კანონიერი ქურდის მკვლელობის კადრები ვრცელდება – ვიდეო

ინტერნეტში ე.წ. კანონიერი ქურდის მკვლელობის კადრები ვრცელდება - ვიდეოინტერნეტში ვრცელდება კადრები, სადაც სომეხი „კანონიერი ქურდის“ ანდრანიკ არუთინიანის მკვლელობაა ასახული.

კადრებში ჩანს, ეზოში ნარდის სათამაშოდ მჯდომი ოთხი მამაკაცი, რომელთაც მალე შეიარაღებული პირი უახლოვდებათ და მათი მისამართით ცეცხლს ხსნის.

45 წლის „კანონიერი ქურდი“ ანდრანიკ არუთინიანი 3 ივლისს სომხეთში, ნორ-ნორკის ოლქში, მიქოიანის ქუჩის N19-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ჩაცხრილეს.

უცნობმა პირმა არუთინიანის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა და ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ანდრანიკ არუთინიანს კრიმინალურ წრეებში „ანდიკ მასივსკის“ სახელით იცნობდნენ. ის „კანონიერ ქურდად“ 1996 წელს, 22 წლის ასაკში „მონათლეს“.

პრაიმტაიმი, ვიდეო